ია აბულაშვილი
(30.04.2020)

"როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, ჩემს კოლეგებთან ერთად მინდა დიდი მარათონი გავმართო იმ ბავშევების დასახმარებლად, რომელებსაც ყველაზე მეტად უჭირს. ეს არის ჩემი სურვილი.

"დღეს ჩვენ გვჭირდება გაერთიანება და ერთმანეთის დახმარება"- ასე ეხმაურება მომღერალი ირმა სოხაძე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით შექმნილ ვითარებას.

"ვარ სახლში და ვიცავ ექიმების რეკომენდაციებს, ბავშვებიც არ მინახავს, ერთხელ ვნახე და მხოლოდ ხელი დავუქნიე. მესმის, რომ მძიმე ვითარებაა, მაგრამ, შედეგები დამაიმედებელია.

"მაგალითად, დღეს თბილისში არცერი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენი ექიმების სანაქებოდ უნდა ითქვას და არ მომერიდება ჩვენი ხელისუფლებისაც, რომ სწორად მიდიან და შედეგიც სახეზეა. ყველა მცდელობა კი შედეგით იზომება.

"რა თქმა უნდა, იმ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში ყველაფერი ისე ვერ გაიწერებოდა, ყველას რომ მოეწონოს, მაგრამ, რაც არის, ისიც გასაკვირია, როგორ ახერხებენ.

"განსაკუთრებით მაღიზიანებს, როდესაც ვხედავ შეტევას ექიმებზე, რომელებიც ამდენი ხანია თავდაუზოგავად, ოჯახებს მოწყვეტილები, იბრძვიან თითოეული ადამიანის გადასრჩენად. შენ კი აკრიტიკებ.

"ხომ ხედავს ოპოზიცია, როგორი კმაყოფილია დღეს საზოგადოება ექიმებით. ვერ იწერენ ქულებს და მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ. არ არის დღეს ამის დრო. დღეს არის გაერთიანების და ერთმანეთის დახმარების დრო, ეს გვჭირდება ყველას.

"სურვილი მაქვს, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება და ნება მოგვეცემა კონცერტების ჩატარების, ჩემს კოლეგებთან ერთად გავმართო დიდი მარათონი და დავეხმაროთ იმ ბავშვებს ვისაც ყველაზე მეტად უჭირს" - განაცხადა "რეზონანსთან" ირმა სოხაძემ.

ჩაწერა სახელი
ჭორლეონე (02.05.2020)
ოცნების ბორკილები გადევს ხელებზე.