ტატა შოშიაშვილი
(28.03.2020)

ცნობილმა რუსმა მწერალმა ბორის აკუნინმა, რომელსაც კორონავირუსი შეეყარა, თავისი სიმპტომები, შეგრძნებები და ავადმყოფობის მიდინარეობა აღწერა. მისი თქმით, კორონავირუსი ჰგავს „საზიზღარ, ხანგრძლივ გრიპს", რომელსაც მაღალი სიცხეც ერთვის.

აკუნინი, რომლის ნამდვილი სახლი და გვარიც გრიგორი ჩხარტიშვილია, 2014 წლიდან ლონდონში ცხოვრობს. მასთან ერთად კოვიდ-19-ით ინფიცირებულია მისი მეუღლე ერიკა ჩხარტიშვილიც, თუმცა, ქმრისგან განსხვავებით, მას ვირუსის შედარებით მარტივი ფორმა აქვს. ამის შესახებ აკუნინმა თავის „ფეისბუქ" გვერდზე დაწერა.

აკუნინი წერს, რომ კორონავირუსი დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი გრიპისგან. მწერალს პერიოდულად სიცხე 39 გრადუსამდე უწევდა და ტემპერატურის დასარეგულირებლა სიცხის დამწევი პრეპარატებს ასმევდნენ:

„საშუალო სიმძიმის შემთხვევა მაქვს. საზიზღარ, ხანგრძლივ გრიპს ჰგავს მაღალი სიცხით. განსხვავება ისაა, რომ მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ გრძნობ", - დაწერა აკუნინმა.

მისივე თქმით, სასუნთქ გზებთან არ ჰქონია არანაირი პრობლემა, რასაც გულდამით აკვირდებოდა, რადგან იცოდა, რომ კორონავირუსი ყველაზე მეტ პრობლემას ფილტვებს და ზოგადად, სასუნთქ სისტემას უქმნის:

„სასუნთქ გზებთან პრობლემა არ მქონია, ამიტომ, საშინელ ხასიათზე კი ვიყავი, მაგრამ თავს შედარებით მშიდად ვგრძობდი," - დაწერა მან „ფეისბუქზე".

რაც შეეხება მის მეუღლეს, ერიკა ჩხარტიშვილმა, კორონავირუსის მარტივი ფორმის მიუხედავად, დროებით ყნოსვა დაკარგა, ჰქონდა შედარებით მაღალი სიცხე და აღენიშნებოდა თავის ტკივილი.

მკურნალობის მე-11 დღეს, მწერალ და მის მეუღლეს ექიმმა ანტიბიოტიკების კურსი დაუნიშნა, რის შემდეგაც პაციენტებმა შედარებით უკეთ იგრძნეს თავი.

აკუნინი ასევე აღნიშნავს, რომ არსებობს რამდენიმე ექსპერიმენტული მეთოდი, რომელსაც ექიმები კორონავირუსის დასამარცხებლად იყენებენ, რაც ეფექტიანი გამოდგა.

ამჟამად აკუნინი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ და ელოდებიან ტესტის შედეგებს, რომელმაც, სავარაუდოდ, მათი სრული გამოჯანმრთელება უნდა დაადასტუროს.

ცნოფისთვის, გრიგორი ჩხარტიშვილი, იგივე ბორის აკუნინი, 1956 წელს დაიბადა ზესტაფონში. მისი ნაწარმოებებიდან ყველაზე ცნობილია სათავგადასავლო ჟანრის რომანების სერიოა ერასტ ფანდორინზე. 2014 წლიდან ის მეუღლესთან ერთად ლონდონში ცხოვრობს.

ჩაწერა სახელი