ია აბულაშვილი
(08.11.2019)

 8 ნოემბერს მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ხსნების დღეს. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პატივცებული წმინდანის თავის ქალა საქართველოში ინახება. ის გელათის მონასტრისთვის დავით აღმაშენებელმა დიდმოწამე მამებს, იოანე პეტრიწსა და არსენ იყალთოელს ათონის მთიდან ჩამოაბრძანებინა.

ათონის მთიდან იოანე პეტრიწმა და არსენ იყალთოელმა ჩამოაბრძანეს სულ 12 წმინდანის ნაწილები, მათ შორის წმინდა გიორგის თავის ქალის ნაწილი, წმინდა თეოდორეს მთლიანი პირისახე. წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის, იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები. ასევე წმინდა თომას ლავიწის ძვლის ნაწილი და სხვა წმინდანთა წმინდა ნაწილები.

ისტორიული წყაროების თანახმად, ათონის მთიდან ჩამობრძანებული წმინდა ნაწილები მოოქროვილ ვერცხლის კიდობანში ჩაუბრძანებია დემეტრე მეფეს. კიდობანი მეფის ბეჭდით ყოფილა დალუქული. მას ვერც ტაძრის წინამღძვარი და ვერც მიტროპოლიტი ვერ გახსნიდნენ, იგი მეფისა და კათოლიკოსის თანდასწრებით იხსნებოდა. დავით აღმაშენებელს ამ წმინდა ნაწილების შესახებ თავის ანდერძშიც აქვს მოხსენიებული - "ორი მოთხე სავსე ნაწილი წმინდანთანის". (მოთხი ძველ ქართულში ჭურჭელს ნიშნავდა).

წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი წმინდა გიორგივით უებრო რაინდი იყო, რომელიც ქრისტიანობისთვის ეწამა. მისი მამა, თესალონიკის მმართველი, ფარული ქრისტიანი იყო. სახლთან ახლოს პატარა ეკლესიაც აუშენებია, სადაც დიმიტრი მოინათლა. ტახტზე ასულმა მაქსიმილიანე გალეროსმა სამხედრო ღირსებისთვის დიმიტრი თესალონიკის მხარის პროკონსულად დანიშნა, მას ევალებოდა ქალაქის დაცვა ბარბაროსებისგან და ქრისტიანების დევნა. დიმიტრიმ იმპერატორის ბრძანება არ შეასრულა, გაცხადებულად ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას და ბევრი ქვეშევრდომიც მოაქცია ქრისტიანობაზე. განრისხებულმა მაქსიმილიანემ იგი საპრობილებში ჩააგდო.

იმპერატორის საყვარელი სანახაობა იყო გლადიატორების ბრძოლა. მისი რჩეული გოლიათი გერმანელი ლიოსი, რომელიც სისიტიკით გამოირჩეოდა, ორთაბრძოლებში ამარცხებდა ქრისტიანებს. ქრისტიანმა ჭაბუკმა ნესტორმა საპყრობილეში გამოკეტილ დიმიტრის მიაკითხა და ლოცვა-კურთხევა სთხოვა ლაოსთან შესაბმელად. დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ნესტორმა სძლია ლაოსს. განრისხებულმა იმპერატორმა გამარჯვებული ნესტორი სიკვდილით დასაჯა. საპყრობილეში გამომწყვდეულ დიმიტრის კი საკანში ჯალათები შეუგზავნა. ეს მოხდა 306 წლის 26 ოქტომბერს, გამთენიისას, ჯალათებმა დემიტრი სასტიკად აწამეს და მისი ცხედარი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. დიმიტრის ერთგულმა მსახურმა ლუპემ პირსახოცით მოაგროვა დიდმოწამის სისხლი. ამ სისხლით ნაკურთხი სიწმინეებისგან მრავალი სნეული განიკურნა.

თესალონიკელმა ქრისტიანებმა, რომლებმაც წმინდანის ცხედარი მოიპარეს და მიწას მიაბარეს, იმპერატორ კონსტანტინეს დროს, მის საფლავზე ტაძარი ააგეს, ასი წლის შემდეგ კი მისი უხრწნელი ნაწილები ამოიღეს. მეშვიდე საუკუნიდან წმინდა დიმიტრის ლუსკუმიდან კეთილსურნელოვანმა მირონმა დაიწყო დენა, რის გამოც წმინდანს მირონდინარის სახელი ეწოდა.

ჩაწერა სახელი
ქრისტიანი (09.11.2019)
"თესალონიკელმა ქრისტიანებმა, რომლებმაც წმინდანის ცხედარი მოიპარეს და მიწას მიაბარეს." რაღაზე ამოიღეეს?