რეზონანსი
(25.02.2025)
წლევანდელი 24 თებერვალი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მესამე წელია.ამ მოვლენასთან დაკავშირებით, კინოთეატრ „ამირანში" მაყურებელმა მაჩიეი შლეშიცკისა და ფილიპ ჰილესლანდის ფილმი, „ხალხი" იხილა, პოლონელი და უკრაინელი მსახიობების მონაწილეობით.
ეს ფილმი იმ ხუთი ქალის ამაღელვებელი ისტორიაა, რომლებიც სხვადასხვა თაობებს წარმოადგენენ. მათ სასოწარკვეთილ ბრძოლაში უწევთ ჩართვა საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების გადასარჩენად.
ეს არის ფილმი ადამიანური სულის სიძლიერეზე, რომელიც ომის შედეგად განადგურებული უკრაინის რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.
ეს არის ფილმი, რომელსაც ყველა ვერ უყურებს ბოლომდე.
ეს ფილმი არის შეხსენებაც, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჯერ კიდევ გრძელდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე