თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ძალიან პოპულარული იყო პოლონელი ავტორების განყოფილება გამომცემლობა „ინტელექტის" სტენდზე . აღნიშნულ კუთხეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესტუმრა.
გარდა ამისა, გაიმართა ადამ ზამოისკის წიგნის, "ვარშავა 1920. ევროპის წარუმატებელი დაპყრობა. ლენინის დამარცხება" - ქეთი ქანთარიას თარგმანი - პრეზენტაცია, რომელიც Ziari Press-მა გამოსცა.
შეხვედრას გამომცემლობა Ziari Press-ის რედაქტორი ნატალია ალხაზისშვილი უძღვებოდა, რომელმაც დისკუსიაში შესავლის გაკეთება პოლონური ინსტიტუტის დირექტორს, მაგდალენა ვოიდაშევიჩს სთხოვა. ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორმა დიმიტრი სილაქაძემ კი პოლონეთ-რუსეთის 1920 წლის ომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მსმენელთა დიდ ჯგუფს შორის პოლონურ-ქართული ისტორიული კომისიის თავმჯდომარე, პროფ. ბახტაძეც იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე