ცნობილი ქართველი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ფარული ჩანაწერების სკანდალთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საზოგადოება დაიღალა მსგავსი ჩანაწერებით და საეჭვოა ამან რაიმე ზეგავლენა მოხდინოს ამომრჩევლის განწყობაზე 2 ოქტომბრის არჩევნებში.
„ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით ვერავის ვერ დავადანაშულებ, ამას გმოძიება დაადგენს. თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოება ძალიან დაიღალა ასეთი ჩანაწერებით. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მოვლენები დრამატულად განვითარდება. დიდი ალბათობით, არჩევნები მშვიდად ჩაივლის.
„მე სხვა რამ მაღელვებს - ისე განვითარდა ტექნოლოგიები, ისეთი სისტემები გაჩნდა, რომ ადამიანი პერსპექტივაში თავისუფალი ვეღარ იქნება, ყოველთვის მოგვისმენენ, ყველას მოგვისმენენ, ასეა დღეს მთელს მსოფლიოში. ადამიანი კი თავისუფალი თუ ვერ იქნება, არც განვითარება არ იქნება. ეს არის საკაცრობრიო ხიფათი მომავალისთვის“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მერაბ კოკოჩაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე