ელზა პაპოშვილი
(23.05.2020)

ჩოხატაურში საზოგადოებრი ცენტრში არსებული ბანკომატი ააფეთქეს - შემთხვევა სოფელ კოხნარში, კომენდანტის საათის დროს, 22:30 საათზე მოხდა. აფეთქებამ ცენტრის შენობა საკმაოდ დააზიანა. ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ცენტრში ინვეტარი და ჭერი. დამნაშავეების მთავარი სამიზნე „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი იყო ადგილობრივების ინფორმაციით, ბანკომატიდან რამდენიმე ათასი ლარია წაღებული. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

როგორ და რა სახის ასაფეთქებელი გამოიყენეს მძარცველებმა, ჯერჯერობით უცნობია. ამას სპეციალისტები დაადგენენ. მანამდე კი „რეზონანსთან“ ადგილობრივები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. ადგილობრივი თემურ სამხარაძე ამბობს, რომ მათ აფეთქების ხმა საღამოს დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე გაიგონეს. თავდაპირველად ეგონათ, რომ მეზობლად გაზი ან ავტომობილი აფეთქდა. 

ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ შეშინებულები გარეთ გამოცვივდნენ. ეზოში კი მათ საზოგადოებრივ ცენტრში არსებული „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატიაფეთქებული დახვდათ, ხოლო შენობის შესასვლელი - ნახევრად დანგრეული. 

„ასე თერთმეტის ნახევრისთვის აფეთქების ხმა გავიგონეთ. სახელში ვიყავით, რადგანაც ჯერ კიდევ კომენდატის საათი იყო. გაგვიკვირდა რა ხდებოდა, გვეგონა გაზი ან ავტომობილი ხომ არავის აუფეთქდა. გამოვედით გარეთ და დავინახეთ საზოგადოებრივი ცენტრი იყო აფეთქებული. „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატის მხრიდან სრულიად გამონგრეული დაგვხვდა. 

„როგორც აღმჩნდა, ფულის წასაღებად ბანკომატი აუფეთქებიათ. ამბობენ, რომ თანხა წაღებულია. ოღონდ კონკრეტული თანხა არ იციან, რამდენიმე ათასზეა საუბარი. მოკლედ, ასეთი გაუგონარი და თავხედი ქურდობა არსად გამიგია. ასე სწარაფად აფეთქება და ფულით გაქცევა ალბათ კარგად გამოცდილ ქურდს შეუძლია. თანაც ასე ადრე, როცა ჯერ კიდევ კომენდატის საათი მოქმედებდა და წესით გარეთ პოლიცია უნდა ყოფილიყო“, - აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ეს საზოგადოებრივი ცენტრის გაძარცვის უკვე მესამე შემთხვევაა და ჩოხატაურში საკმაოდ მძიმე კრიმინალური სიტუაციაა, რომელიც კორონავირუსის პანდემისი პარალელურად უფრო გამწავავდა. ცენტრი კი 2017 წელს გაიხსნა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ჩაწერა სახელი
tatoo (23.05.2020)
albat iutubsh naxessss