თამარ შუკვანი
(26.03.2020)


გასული წლის დეკემბერში დაწყებული მოვლენები სწორედ ერთი წლის თავზე დასრულდება. მსოფლიო დღის წესრიგი კი, რომელიც ახალმა კორონავირუსმა კარდინალურად შეცვალა, თავის ჩვეულ რიტმს ვეღარ დაუბრუნდება.

მეტიც, არსებული კრიზისის გასვლის შემდეგ, ადამიანებს მოუწევთ ცხოვრების წესის შეცვლა, - მათთვის პრიორიტეტი აბსოლუტურად სხვა რამ გახდება. ამის შესახებ „რეზონანსს" ასტროლოგი ხათუნა ნოელი ესაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო მასშტაბით, ვითარების სრულად დასტაბილურება მხოლოდ დეკემბრის თვეშია მოსალოდნელი. რაც შეეხება საქართველოს, აპრილის პირველი კვირა ქვეყნისთვის მარტივი არ იქნება, თუმცა, რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

„მსოფლიო დღის წესრიგი იმ რეალობაში ვეღარ დაბრუნდება, რადგან ძალიან დიდი გარდატეხა მოხდება, ცხოვრების წესი სხვანაირი გვექნება, - ეს ცოტა უფრო ადრე უნდა გაგვეკეთებინა, ჩვენი ნებით რაღაცები შეგვეცვალა, მაშინ არ იქნებოდა მტკივნეული. საკითხი მთლიანად დეკემბრის ბოლოს ამოიწურება, თუმცა, ამ დროს პანიკა აღარ იქნება.

„აპრილის დასაწყისში ველოდები, რომ რაღაც ცვლილებები იქნება, რადგან პლანეტარული ცვლილებები გვაქვს. თუმცა, დიდ ცვლილებას ამ პერიოდისთვის არ ველოდები. ამ ყველაფერმა აქტიურობა დაიწყო დაბნელების პერიოდში. ზაფხული ძალიან ინტენსიური და რთული გადასატანი იქნება. ბოლო დაბნელება შემოდგომასა და ზამთარში გვაქვს. სულ ექვსი დაბნელებაა. ჩვენ ნაკლებად შეგვეხება, მაგრამ გარკვეულ ქვეყნებში ალბათ იქნება კიდევ ერთი პიკი.

„ექვსი მაისიდან ინფორმაციულობა, ახლო მიმოსვლები, კომუნიკაციის თემები და ვაჭრობა იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ არა უცხოეთში, რადგან უცხოეთი მოექცა დაღმავალი პლანეტის კვანძებში.

„სხვა სისტემაზე გადავალთ, - ახლო გადაადგილებები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე უცხოეთში მიმოსვლა. უცხოეთში მიმოსვლა აღარ არის, თუმცა, ეს თემა შეიძლება უფრო გაძლიერდეს მაისის დასაწყისიდან," - აღნიშნა ასტროლოგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი