ელზა პაპოშვილი
(13.03.2020)

კორონა ვირუსიის გამო სეპარატისტულმა მთავრობებმა ყველა გადასასვლელი ჩაკეტეს, მათ შორის ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებისთვისაც. ორივე საოკუპაციო რეჟიმი დაავადების გავრცელების შესახებ ინფორმაციას ბლოკავს, ამიტომ ამ დროისათვის რეალურად რა ვითარებაა ადგილზე, უცნობია. იქ არსებულ სიტუაციაზე მედიას მხოლოდ მოსახლეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაშუქება შეუძლია, თუმცა ესეც იმ შემთხვევაში, თუ კი რომელიმე ე.წ. ხელისუფლების შიშს დაძლევს და ამაზე ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრებს.   

ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლების თქმით, გავრცელებული ინფორმაცია კორონავირუსის დაფიქსირებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და მათი ჯანდაცვის სისტემა არის სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელებას წინააღმდეგობა გაუწიოს. საოკუპაციო რეჟიმის ძირითადი აქცენტი ინფექციის გარედან შემოტანის საფრთხე კეთდება.  

თუმცა არსებობს დიდი ეჭვი, რომ საოკუპაციო რეჟიმი საერთოდ ვირუსის არსებობის  დადგენასაც ვერ ახერხებს და მოსახლეობას მოჩვეებით კარაანტინში ამყოფებს. „რეზონანსს“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, რომ  კარანტინში განთავსებაც შერჩევით ხდება. ხოლო  საავადმყოფოში მოთავსებულებს არც ანალიზებს უკეთებენ და ექიმებიც დიდ ყურადღებას არ აქცევენ, არ სწავლობენ მის კონტაქტებს. ადგილობრივი ამბობს, რომ რომელიმეს ვირუსი, რომც ჰქონდეს ოკუპირებული ხელისუფლების წარმომადგენლები ამას მაინც ვერ დაადგენენ, რადგანაც შესაბამისი ტესტები არ გააჩნიათ.  

„არავინ არ იცის ცხინვალის რეგიონში კორონა ვირუსი არის თუ არა. არანაირი ტესტები ამათ არა აქვთ და არც კარანტინი არსებობს. ტყუილად ამბობენ, რომ ვითომ ვინმეს აკვირდებიან. მარტო ერთი ქალი ჰყავთ გამოკეტილი, რომელიც თბილისიდან დაბრუნდა. არც ანალიზებს უღებენ და არც არაფერს მკურნალობენ. ამბობენ ვაკვირდებითო, მაგრამ რა აზრი  აქვს დაკვირვებას,  ტესტები ამათ არა აქვთ და არაფერი. აზრზე არ არიან პრევენციული ღონისძიებები როგორ უნდა გაატარონ. არც აღჭურვილობა აქვთ, რომ თავი ექიმებმა მაინც დაიცვან“, - აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

განსხვავებული სურათია ოკუპირებულ აფხაზეთში. აქ ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, თუმცა დაფიქსირდა, თუ არა კორონავირუსის შემთხვევა, ინფორმაციას ამის შესახებ არც ისინი ამჟღავნებენ.

„გვაქვს გარკვეული პრობლემები გამშვებ პუნქტებზე შესაბამისი აღჭურვილობის და სპეციალისტების მობილიზებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე უბრალოდ გაგვიმართლა, რომ არც ერთი ინფიცირებული არ შეგვხვედრია, რადგან ინფექციის გავრცელებისგან თავს ვერ დავიცავდით. მძიმე სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ.  ჩვენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კრიტიკული დეფიციტიც გვაქვს,“ - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "უსაფრთხოების საბჭოს" თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ჩაჩხიანი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არის სრულ მზადყოფნაში, რომ ოკუპირებულ რეგიონების მოსახლეობას დახმარება გაუწიოს:

„ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, ასევე ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, იმისათვის,რომ გავატაროთ უფრო კონკრეტულად აფხაზეთის მიმართულებით საპრევენციო ღონისძიებები, ასევე ორივე რეგიონში მოსახლეობა იყოს უფრო მეტად ინფორმირებული რა ზომებს უნდა მიმართონ იმისთვის რომ თავი დაიცვან. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დავეხმაროთ მოსახლეობას დიაგნოსტიკით და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამკურნალო სერვისებით,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.   

ცხინვალის მედიას მონაცემებით კი  დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 17 მოქალაქიდან 11 ადამიანი ახალგორის რაიონში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი 6 - ცხინვალში.

11 მოქალაქე ახალგორში ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამდე შევიდა. ამათგან ერთი ადამიანი მოსაბრუნის საგუშაგოდან პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს.

რაც შეეხება დანარჩენ 6 მოქალაქეებს, მათგან ორი დედა-შვილია, რომლებიც ცხინვალში წითელი ჯვრის მეშვეობით შეუშვეს, ორი არაბეთიდან დაბრუნდა და ორიც ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით საქართველოდან ჯერ რუსეთში, შემდეგ ცხინვალში ჩავიდა.  

საქართველოში კი ამ დროის  მონაცემებით ახალი კორონავირუსით 25 ადამიანია დაავადებული.  

ჩაწერა სახელი