ია აბულაშვილი
(01.11.2019)

 1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მე-12 ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი. მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს პატრიარქად და ეწოდა ილია მეორე (ილია პირველი საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში).

1997 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიაქოს ტახტზე ახალი პატრიარქი იქნა აყვანილი. მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრება. ეკლესიას იმ დროს მრევლი თითქმის არ ჰყავდა, პატრიარქის წირვა-ლოცასაც ათიოდე კაცი თუ ესწრებოდა, მაგამ ამ დღეს მოხდა სასწაული და სვეტიცხოვლის ტაძარი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანადგომა კომუნისტური რეჟიმისთვის პირველი დარტყმა იყო, ქართველმა ხალხმა კი იცოდა, რომ საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში ახალი ერა იწყებოდა.

ბერობიდან პატრიარქობამდე კი გრეძლი და ეკლიანი გზა იყო, ამიტომ რამდენიმე საინტერესო ამბავს შევთავაზებთ მკითხველს ილია მეორის ბიოგრაფიიდან და იმ ღვაწლის შესახებ, რომელიც მან საქართველოს ეკლესიის აღორძინების საქმეში შეიტანა.

1939 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში შიოლაშვილების ოჯახში დაიბადა ვაჟი. მას მეფე ერეკლეს პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს. სამი დღის ყრმა ვლადიკავკაზის ერთადერთ ნინო წმინდის ქართულ ეკლესიაში მონათლეს, ნათლია მონაზონი ზოილი დვალიშვილი იყო, რომელიც წლების მანძილზე მცხეთის დედათა მონასტერს წინამძღოლობდა. ნათლიას ნათლული ხშირად დაჰყავდა სალოცავად მცხეთაში. სწორედ სვეტიცხოვლის ეზოში შეხვდა ერთმანეთს საქართველოს ორი პატრიარქი, ქართველი ერის სათაყვანებელი პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი. პატარამ ბუმბერაზი პატრიარქისგან მიიღო ლოცვა კურთხევა.

ვლადიკავკზის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ იყო მოსკოვის სასულიერ აკადემია, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. აქვე დაწერა პირველი სამეცნიერო ნაშრომი "ათონის ივერიის მონასტრის ისტორია", რისთვისაც ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. 24 წლის ასაკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა; 1960 წელს აღყვანილი იქნა იღუმენის ხარისხში, შემდეგ კი არქიმანდიტრის ხარისხში. 1963 წელს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; (1963 წლიდან 1972 წლამდე ასევე იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი). 1967 წლიდან 7 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა აჭარაში. 11 წლის მანძილზე კი აფხაზეთში. 1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება. 1975 წელს სკუფიზე ჯვრის ტარება. ილია მეორის აღსაყდრებიდან საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 15-დან 47-მდე გაიზარდა, სასულიერო პირთა რიცხვი კი 2000-მდე. გაძლიერად სამონასტრო ცხოვრება და აშენდა ყველაზე დიდი ეკლესია წმინდა სამების ეკლესია.

1978-1983 წლებში ილია მეორე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზტიდენტია. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს პატრიარქის, ანატოლიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კი ილია მეორეს ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.

ქართული ეკლესიის ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერა 1990 წლის 7 იანვარი. სიონის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ქრიზოსთომოსმა მსოფლიო საპატრიაქოს გადაწყვტილებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ავტოკეფალიის და პატრიაქის ტიტულის აღიარება გამოაცხადა. 1990 წლის 4 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ სტამბოლში მსოფლიო პატრიაქ დიმიტროსის ხელმოწერით მტკიცებუცლების სიგელი მიიღო. მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ავტოკეფალია.

"მსოფლიო საპატრიარქომ ჩვენი ძველი, ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში მიღებული ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის მამამთავრობისთვის პატრიარქის წოდების უფლება სცნო. ქართული ეკლესიის მესაჭე, რომელიც ამ წოდებას მე-11 საუკუნიდან ატარებდა. ჩვენს ეკლესიას უკვე ხელში აქვს ის საბუთები, რომელთა წყალობითაც მის ავტოკეფალიას ვეღარავინ შეეხება" - ასე შეაფასა ილია მეორემ მსოფლიო საპატრიაქოს გადაწყვეტილება.

2010 წლის 21 დეკემბერს წმინდა სინოდის განჩინებით ბიჭვინთისა და ცხუმ აფთხაზეთის ეპარქია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს გადაეცა და მისი ტიტულატურა ასე განისაზღვრა "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ- აფაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე".

ჩაწერა სახელი