რეზონანსი
(25.09.2019)

 საბერძნეთის დედქალაქ ათენში, 5 დღის წინ გაუჩინარებული სალომე გოგინაშვილის მამა გია გოგინაშვილი, რომელიც საქართველოში იმყოფება, 32 წლის ქალიშვილის დაკარგვას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:

„ვაიმე, მამა მოგიკვდა სალო, რა ვქნა ვინმემ მომწერეთ სად მივიდე, მიშველეთ ხალხო!" - წერს კომენტარებში სალომეს მამა.

ასევე წერს, რომ ქალიშვილის მოსაძებნად, ქ. თბილისში მდებარე საბერძნეთის საელჩოს, დახმარებისთვის მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი, 32 წლის სალომე გოგინაშვილი, ათენში, შაბათს (21/09) 13:00 საათზე სახლიდან გავიდა და უგზო-უკვლედ დაიკარგა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო ატიკის მეტროსთან ახლოს დააფიქსირეს.

ჩაწერა სახელი
Mari (26.09.2019)
Shehidzliat damakavshirot am kactan? Mnishbnelovani informacia makvs