„საზოგადოებაში არის უარყოფითი დამოკიდებულება, მაგრამ ჯერჯერობით აგრესიული არა, თუმცა, არავინ იცის მოვლენები როგორ შეიცვლება”
ელზა პაპოშვილი
(19.09.2019)

 ცუდი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, უარყოფითი შეფასებები სასამართლოს და პარლამენტს. პრეზიდენტის დაბალი რეიტინგი, ხელისუფლებაზე დაკისრებული პასუხისმგებლობა 20 ივნისის აქციის დარბევისთვის. ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის მაღალი რიცხვი და პოლიტიკური სპექტრის მიმართ არსებული ნიჰილიზმი - ასეთია „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი გამოკვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები, რომელიც ორგანიზაციამ 19 სექტემბერს გამოაქვეყნა.

მოსახლეობის უმრავლესობას მთავრობის საქმიანობა არ მოსწონს - შეფასება „ცუდს" მათი 60% წერს.

ცუდი დამოკიდებულება პრეზიდენტის მუშაობის შეფასებისას. პოლიტიკური ლიდერების ხუთეულში, ყველაზე უარყოფითი განწყობა ხალხში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ არსებობს - ჯამში, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი ცუდად მუშაობს.

ინსტიტუტების სიას ისევ ეკლესია უდგას სათავეში - მოსახლეობის 64% ეკლესიის საქმიანობას „კარგით" აფასებს, თუმცა ბოლო წლებთან შედარებით, მოწონების პროცენტი დაცემულია - 2017 წელს ეკლესიის საქმიანობას ასე 75% აფასებდა.

განსაკუთრებით მაღალია სასამართლოს მიმართ უარყოფითი განწყობა - 37% ფიქრობს, რომ სისტემა ცუდად მუშაობს. მხოლოდ 10% აფასებს სასამართლოს მუშაობას დადებითად.

სასამართლოზე დაბალი შეფასება დადებით კონტექსტში აქვს პარლამენტს - გამოკითხულთა მხოლოდ 8% არის ისეთი, ვინც თვლის, რომ პარლამენტი კარგად მუშაობს.

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 45% მიიჩნევს, დღეს საქართველოში არ არსებობს პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. 19% ასეთ პარტიად „ქართულ ოცნებას" ასახელებს - მმართველი პარტიის ასეთივე მაჩვენებელი 2012 წელს 60%-ს აღწევდა. 9% მიიჩნევს, რომ ასეთი პარტია „ერთიან ნაციონალური მოძრაობაა". ერთნაირია „ევროპული საქართველოს" და „პატრიოტთა ალიანსის" მაჩვენებელი - 4-4%.

ხოლო კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა ნახევარზე მეტს, 57%-ს ამ დრომდე არა აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე.

მაღალია იმ ხალხის რიცხვიც, ვინც, ხვალ რომ ტარდებოდეს, არჩევნებზე საერთოდ არ წავიდოდა - 41%.

პასუხისმგებლობას 20 ივნისის ღამისთვის პასუხისმგებლობას 60% აკისრებს. ასევე, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 55% მიიჩნევს, რომ პასუხისმგებელია ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტები. ყოფილ შს მინისტრს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას აკისრებს 9%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი 8%.

რაც შეეხება კითხვას ეთახნმებით თუ არა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას? კი - ამბობს 46%, არა - პასუხობს 39%.

NDI-მ გამოკვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. სულ 2131 პირი გამოკითხეს. ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია.

კონსტიტუციონალისტი და ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოსახლეობაში პირველ რიგში არჩევნების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, რაც საკმაოდ ცუდია.

მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში მოსახლეობა შემდეგ სხვა გადაწყვეტიელბას იღებს ხოლმე, რაც ქუჩაში გამოსვლებით და დაპირისპირებებით გრძელდება. მისი თქმით, ზოგადი სურათი რაც ამ კვლევებშია მოცემული, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართ რეალურია, რადგანაც საქართველოში არსებული პოლიტიკური ელიტა მოსახლეობას არ მოსწონს და მის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულებაა.

„საზოგადოებაში არის უარყოფითი დამოკიდებულება, მაგრამ ჯერჯერობით აგრესიული არ არის. თუმცა, არავინ იცის მოვლენები როგორ და რა მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს.

"როგორც ჩანს ამ ფაზაშიც მალე შევალთ, რადგანაც 2020 წლამდე სიტუაცია ქვეყანაში რადიკალურად კი არა მცირედითაც ვერ შეიცვლება. რაც იმას ნიშნავს, რომ სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ რეალობას მივიღებთ. მესამე ძალის მოლოდინი არსებობს. თუმცა ეს მესამე ძალა საზოგადოების აზრით ჯერ არ გამოჩენილა.

ამ ვითარებაში ყველაზე ხელსაყრელ მდგმარეობაში, მაინც „ოცნებაა", რომელსაც შეუძლია, რომ პროცესები კვლავ ორ პოლუსიან ველზე წაიყვანოს და 2020 წელს მესამე ვადით მოვიდეს. აქ შეცდომას ოპოზიციაც უშვებს, რომელიც დაქსაქსულია და გაერთიანებასაც ვერ ახერხებს. ერთი თამაშის წესები არა აქვთ.

"ხაზარაძეს, რომ ხელისუფლების მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკა დაეწყო, მაშინ მას საზოგადოება მესამე ძალად მოიაზრებდა. ახლა ჩვენს მოქალაქეებს „ნაციოანლების" ისევ ძველი რიტორიკა აშინებს, ხოლო ახალ მოთამაშესაც რეალურად ვერ ხედავან",-აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ გამოკითხვების მიხედვით ახალი არაფერი თქმულა. უბრალოდ იმის დადასტურებაა, რასაც რეალურად ქვეყანაში ვხედავთ.

კაკაჩია აცხადებს, რომ საქართველოში არცერთი ინსტიტუტის მიმართ დადებითი დამოკიდებულება არ არსებობს. თუმცა, ეკლესია იყო ერთ-ერთი არასახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე დიდი ნდობის მატარებელი იყო. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეკლესიის მიმართ რეიტინგის კლება ბოლო დროს დაწყებულმა სკანდალებმა გამოიწვია. მისი აზრით, თუ სიტუაცია არჩევნებამდე არ შეიცვალა ხელისუფლება კვლავ ორ პოლუსიანობას გამოიყენებს და მისი მთავარი მეტოქე ისევ „ნაციონალები" იქნებიან. რაც საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსი სცენარის გათამაშების საშუალებას მისცემს.

„თუ ქვეყანაში მოვლენები ამ გამოკითხვის მსგავსად განვითარდა და რადიკალურად არაფერი შეიცვალა, მაშინ ხელისუფლება ორპოლუსიანობის პოლიტიკას გააგრძელებს. ისევ 2020 წლის არჩევნებისთვის მთავარი მოთამაშეები „ოცნება" და „ნაციონალები" იქნებიან.

"თუმცა, არსებობს ერთი შანსი, რომ პროპორციული არჩევნების სისტემის პირობებში პარალმენტში პატარა პარტიები მოხვდნენ. ჩვენს პოლიტიკურ ველზე ლიბერალური ფრთა ვნახეთ, რომ საერთოდ განადგურდა და ვხედავთ ამის ფონზე რა პოლიტიკური სიტუაციაც მივიღეთ.

"ფაქტობრივად მოსახლეობა სრულ ნიჰილიზმშია და არჩევანის სხვა ალტერნატიული გზა არა აქვს. თუ ოპოზიცია არჩევნებამდე რამეს არ მოიმოქმედებს და არ შემოვიდა მესამე ძალა, რომელსაც საზოგადოების თვალში მეტი ნდობა ექნება, ამ გამოკითხვების მიხედვით, შანსი ისევ „ოცნებას" აქვს. თუმცა ჩვენ, ასევე 2012 წლის მაგალითი გვახსოვს, როდესაც ციხის კადრების სკანდალმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. ამიტომაც 2020 წლამდე ყველაფერია მოსალოდნელი. ხელისუფლებაზეც ბევრია დამოკიდებული, 20-21 ივნისის მსგავს შეცდომებს რამდენად დაუშვებენ",-აცახდებს „რეზონანსთან" კაკაჩია.

ჩაწერა სახელი
მედეა (22.09.2019)
ორივე კომენტარი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ნუ ინებებთ სლენგით საუბარს, ეს არ შეგფერით. მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ უკმაყოფილოა, ეს მთავრობების მოუქნელი ჩინოვნიკებით დაკომპლექტების გარდა, მძიმე წარსულითაც არის განპირობებული. სამოქალაქო ომგამოვლილი ქვეყანა რომ ფეხზე მალე ვერ დადგებოდა ყველა მოაზროვნე კაცმა იცოდა, მაგრამ გამჭრიახი მ ე თ ა უ რ ი რომ შეგვერჩია --- გაგვიადვილებდა ამ ყოფას, შეამცირებდა გ ა ს ა ჭ ი რ ს, ბანკებს არ მიუსევდა ხალხს, ბანკირების უსაშველოდ გამდიდრებას ეგუებოდნენ, ხოლო--ბინებიდან გამოყრილი ხალხის გმინვა არ ე ს მ ო დ ათ ჩინოვნიკებს, არც ახლაა ხალხთან კომუნიკაცია მაღალ დონეზე. ტელეეკრანებიდან იშვიათად ისმის სწორი ანალიზი, შეცდომის დაშვების გამო -გულწრფელი სინანული. ო პ ო ზ ი ც ი ა აქტიურობს, სიცრუით გადაჭედილია მედია.

სტატუს ქუო (22.09.2019)
ქართული პოლიტიკა არაკაცებით და პროჭებით არის სავსე. არ მეგულება პოლიტიკოსი, ვინც წესიერია და ღირსეული. ყველამ თავის გულში ჩაიხედეთ, ვისაც ეს სიტყვები გულში მოგხვდებათ.

ასეა (20.09.2019)
უმაღლესი ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.არავითარი პრემიები,დანამატები და დახმარებები.გაიზრდება ხალხის ცხოვრების დონე? შესაბამისად გაიზრდება ჩინოსნების ხელფასიც ანუ ის დაინტერესებული უნდა იყოს ამით.რომ კითხო ხალხის საკეთილდღეოდ მოდიან თანამდებობებზე მერე კი თავიანთ დაუმსახურებლად მაღალ ხელფასებს ხალხსავე აყვედრიან, თითქოს მათი დაჟინებული მოთხოვნით ეკავოთთ მაღალი პოსტები.