ტატა შოშიაშვილი
(13.08.2019)

  

რუსი მამაკაცები ოფიციალურ მეუღლეებთან ერთად დასასვენებლად ყველაზე ხშირად მოლდოვაში მიდიან, ხოლო საყვარლებთან ერთად რომანტიული დასვენებისათვის იტალიასა და საქართველოს ირჩევენ. ამის შესახებ ავიაბილეთების გამყიდველი კომპანია „კუპიბილეტ.რუ"-ს ანალიტიკოსები აცხადებენ მათ მიერვე ჩატარებული კვლევის საფუძველზე.

კვლევის ავტორების აზრით, ოჯახური წყვილები მოლდოვას უპირატესობას იმიტომ ანიჭებენ, რომ კიშინიოვი ევროპაში მოგზაურობისათვის საკვანძო პუნქტია. გარდა ამისა, ოჯახური დასვენებისათვის, მათ შორის ბავშვებთან ერთად, რუსების უმრავლესობა ოკუპირებული ყირიმისა და თავად რუსეთის კურორტებს ირჩევს. ამავე წყაროს ცნობით, ბავშვიან ოჯახებს ყველაზე დიდი მოთხოვნა ჩრდილო კავკასიაზეა - 78%.

საყვარლებთან ერთად მოგზაური რუსი მამაკაცები იშვიათად მიდიან დასასვენებლად მოლდოვაში. მოლდოვა მათს სიაში მეხუთე ადგილს იკავებს. რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით უმცროს და, სავარაუდოდ, არაოფიციალურ მეუღლეებთან ერთად რუსი მამაკაცები საქართველოში დასასვენებლად ხშირად ჩამოდიან. მათ რეიტინგში საქართველო მეორე ადგილზეა და მხოლოდ იტალიას ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წყვილების რეიტინგში საქართველო მეხუთე ადგილზეა.

ჩაწერა სახელი
lekso kutaisi (13.08.2019)
magenis dedas heveci puyini klis mcovelis tamadobit