ტატა შოშიაშვილი
(25.06.2019)

 რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაცემული განკარგულების შემდეგ, რუსეთის იმ მოქალაქეებიდან, ვინც წელს საქართველოში გეგმავდა დასვენებას, საქართველოში ჩამოსვლა დაახლოებით მესამედმა (34%) გადაიფიქრა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები სასტუმროების დაჯავშნის რუსული ონლაინსერვისი „ოსტროვოკ.რუ"-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით იუწყებიან.

გამოკითხულ რუსეთის მოქალაქეთა 24% საქართველოში დასვენებას მაინც გეგმავს და მიიჩნევს, რომ რუსული მედია საქართველოში არსებულ სიტუაცის აბუქებს

გამოკითხულთა 18%-მა გადაწყვიტა, რომ ტრანზიტული რეისით ისარგებლებს და პუტინის განკარგულების გამო არ აპირებს თავისი დასვენების ჩაშლას. რესპონდენტების 17% ავტომობილებითა და მატარებლით ჩამოვა საქართველოში.

გამოკითხულთა 5% სიტუაციის განვითარებას დააკვირდება, მანამდე კი აუქმებს თავის ჯავშანს.

რაც შეეხება ტურისთა დარჩენილ 2%-ს, მათ გადაწყვიტეს, რომ მაინც ჩამოვლენ, რათა გადახდილი თანხა არ დაკარგონ.

„პირდაპირი ავიაფრენების გაუქმების გამო, რუს ტურისთა მესამედზე მეტი საქართველოში ჩასვლაზე უარის თქმას აპირებს. ამასთან ერთად, ტურისტთა დაახლოებით მეოთხედი დარწმუნებულია, რომ სიტუაცია გაზვიადებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და არ აპირებენ თავიანთი გეგმების შეცვლას (24%)", - წერილი კვლევაში.

ონლაინ სერვის „ოსტროვოკ.რუ"-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით საქართველო ტოპ-15 ქვეყანას შორის აღმოჩნდა ჯავშნების რაოდენობით, სადაც ორგანიზებული ტურისტები ჩადიან. 2018 წელს საქართველოს 21-ე ადგილი ჰქონდა დაკავებული, ხოლო დამოუკიდებლად (ტურისტული სააგენტოების მომსახურების გარეშე) ჩასული ტურისტების რაოდენობით წელს საქართველო 32-ე აგილზე გავიდა. კვლევაში 1200 რუსი ტურისტი იღებდა მონაწილეობას.

„როსტურიზმის" პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად საქართველოში იმყოფება 1500 ორგანიზებული ტურისტი, რომელთა დაბრუნება ჩვეულებრივ გეგმის მიხედვით მოხდება რუსეთის ტერიტორიაზე. „როსტურიზმის" განცხადებით, იმ ტურისტებს, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა 8 ივლისის შემდეგ ჰქონდა დაგეგმილი და ვლადიმერ პუტინის განკარგულების გამო ვეღარ ჩამოვლენ, როგორც ორგანიზებულ, ასევე დამოუკიდებელ ტურისტებს ბილეთების ფასები მთლიანად აუნაზღაურდებათ.

ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო (25.06.2019)
ჩვენთან ჩამომსვლელი რუსი ტურისტი მათხოვარია, ბინებს ქირაობენ, ბაზარში ყიდულობენ პროდუქტს და თვითონ აკეთებენ საჭმელს, ესენი ვის ასარგებლებენ.