ელზა პაპოშვილი
(06.06.2019)

 მიხეილ კალანდიას, როგორც არასრულწლოვანს ისე გაასამართლებენ და დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას სასჯელის სახით ყველაზე მაღალი მსჯავრი 12 წელს არ უნდა ასცდეს. არადა სრუწლოვანად გასამართლების შემთხვევაში მას 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც მისი ადვოკატი ანა კოტეტიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, კალანდიას ბრალის ჩადენას 16 წლის ასაკში ედავებიან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მეორე მუხლის, მეორე პუნქტის თანახმად კი ეს კოდექსი გამოიყენება იმ პირის მიმართაც, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და შემდეგ გახდა სრულწლოვანი.

რა ახალი აგრემოებები გამოიკვეთა იმისთვის, რომ მიხეილ კალანდიას დაკავება მომხდარიყო. როგორც მისი ოჯახი აცხადებს, კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება სარალიძის მკვლელობაში უკვე დამნაშავედ ცნობილმა გ.ჯ-მ მისცა და კიდევ ერთმა პირმა, რომელიც ზუსტად ვერ ადასტურებს დაინახა თუ არა კალანდიას ხელში ბლაგვი საგანი.

პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ კალანდიას ხელში გაურკვეველი სახის საგნის ჭერა დაუდგინდა, რომელიც მისი დაკავების საფუძველი გახდა. ასევე მათი თქმით, გამომდმინარე იქიდან, რომ არასრუწლოვნების მართლმსაჯულება გამოძიების შემჭიდროვებულ ვადებში გამოძიებას ითხოვს, კალანდიას წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება ვერ მოესწრო.

ეს არგუმენტები კი ოჯახისთვსი სრულიად მიუღებელია დაა კალანდიას დაკავებას პოლიტიკურ ქმედებად აფასებენ. ისინი აპირებენ, რომ რეალობას ნათელი მოჰფინონ.

არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. მოსამართლემ პროცესი მხოლოდ ნაწილობრივ - გადაწყვეტილების გამოცხადების დროს გახსნა.

პროკურატურამ სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარე კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივის სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. წინასასამართლო სხდომა 11 ივლისს, 11:00 საათზე დაინიშნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით 4 ივნისს დააკავა. 5 ივნისს კი, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მიხეილ კალანდიას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, „მიხეილ კალანდიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას".

როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ მას ძალიან მძიმე ბრალი აქვს წაყენებული და ცხადია კალანდია საკმაოდ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა, მზად არის, რომ ბოლომდე იბრძოლოს საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ადვოკატი ამბობს, რომ ის ბრალდება, რასაც ამ ეტაპზე მას ედავებიან, აბსურდულია და არ არსებობს არანაირი მტკიცება იმისთვის, რომ წარდგენილ ბრალში მიხეილ კალანდია გამტყუნდეს.

კოტეტიშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომლიც პატიმრობის გამოყენების საფუძველს კოტეტიშვილის თქმით, გაასაჩივრებს თუ არა საქალაქო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

„რა თქმა უნდა, დაცვის მხარე არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ სასამართლო აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ამ ნაწილში. ნამდვილად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების საფუძველს შექმნიდა მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში.

"შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობებში, დაცვის მხარე იბრძოლებს ბოლომდე, რათა დადგეს გამამართლებელი განაჩენი. ვიმედოვნებ, რომ უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო. თუ სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობები გვექნება, აუცილებლად ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ნათელი გახდება სრული ჭეშმარიტება, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება, მით უმეტეს ახალი მტკიცებულება არ არსებობს.

"როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, შს მინისტრის მოადგილემ გააკეთა განმარტება, თითქოს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიხეილ კალანდია აპირებდა მიმალვას. არსებობს მტკიცებულება და დაცვის მხარე ამას წარმოადგენს, რომ ზუსტად იმ დღეს როდესაც მისი დაკავება მოხდა 11:00 საათზე სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული, სადაც მიხეილ კალანდია მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო", - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა.

ჩემი შვილიშვილი არ არის დამნაშავე და მას ღმერთი იცავს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ განაცხადა.

ოჯახის მისამართით გავრცელებულ ბრალდებებზე, რომ ისინი მოწმეებზე ახდენდნენ ზეწოლას და მათ მოსყიდვას ცდილობდნენ, ბორის კაკუბავამ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია.

„ტყუილი აღმოჩნდა, ხო? არავითარი ფაქტი არ არსებობს. ეს არის ტყუილი", - აღნიშნა მიხეილ კალანდიას ბაბუამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს, მონაწილეობდა თუ არა მისი შვილიშვილი დანაშაულში, ბორის კაკუბავამ განაცხადა, რომ მიხეილ კალანდია დანაშაულში არ მონაწილეობდა.

კითხვაზე, ახლა რატომ დააკავეს კალანდია და არის თუ არა პოლიტიკური ინტერესი მის დაკავებაში, ბორის კაკუბავამ განაცხადა: „არ ვიცი, გაირკვევა".

კითხვაზე, რატომ დააკავეს ფაქტიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ მიხეილ კალანდია, ბორის კაკუბავამ განაცხადა: „ალბათ ხელისუფლებამ იცის. მე რა ვიცი".

კითხვაზე, ვის ინტერესშია მიხეილ კალანდიას დაკავება და არის თუ არა ხელისუფლების ინტერესში, ბორის კაკუბავამ განაცხადა: „ყველას ინტერესშია ალბათ. ხელისუფლების, ოპოზიციის".

კითხვაზე, რა არის მიხეილ კალანდიას დაკავების მიზანი, დაკავებულის ბაბუამ განაცხადა: „მიზანი არის ამ ქვეყნის დამხობა. გადმოტრიალება ეს არის მიზანი. ჩემი შვილიშვილი არ არის დამნაშავე და მას ღმერთო იცავს", - აღნიშნა ბორის კაკუბავამ.

იურისტი და უფლებადამცველი ლია მხაშავრია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაუგებარია ასე სწრაფად რა შეიცვალა იმისთვის, რომ მიხეილ კალანდიას დაკავება მოხდა. მუხაშავრია აცხადებს, რომ პროკურატურა კალანდიას მხოლოდ იმიტომა არ იჭერდა,რომ ის მათი ე.წ. ოქროს მოწმე იყო, არამედ იმიტომ,რომ ის საკამოდ გავლენიანი ოჯახიდან იყო და „ჩაწყობის" საშუალება ჰქონდათ.

ამიტომაც ფიქრობდნენ, რომ გამოუვიდოდათ და ეს ოჯახი წყლიდან მშრალი ამოვიდოდა. მუხაშავრიას თქმით, ამის ნათელი მაგალითი კი წელიწადნახევრის განმავლობაში პროკურატურის მხრიდან თეთრზე შავის მტკიცება იყო. ის რომ ოჯახმა კალანდიას ტანსაცმლისა და მტკიცებულებების განადგურება დაიწყო, უკვე ფაქტია, რომ მათ რაღაცის დამალვა სურდათ.

მუხაშავრია აცხადებს, რომ არგუმენტის მოყვანა თითქოს არასრუწლოვნების მართლმსაჯულება გამოძიების შემჭიდროვებულ ვადებში უნდა ჩატარებულიყო და კალანდიას წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ მოაგროვეს აბსურდია. მუხაშავრია ამბობს, რომ ჩვენთან ჯერ აკავებენ ადამიანს და მის წინააღმდეგ მტკიცებულებების წარდეგა შემდეგ ხდება.

„მიხეილ კალანდია ხლისუფლებას ამდენ თავისტკივალად აღარ უღირდა. მათ შეაფასეს პოლიტიკურად უკვე რა ფასი შეიძლება ჰქონოდა და მისი ზვარაკად შეწირვა გადაწყვიტეს.

"თუმცა იმაზე არავინ არ დაობს, რომ სარალიძის მკვლელობის საქმეში ამ ბავშვს რაღაც წვლილი მიუძღვის და მის მიმართ გონივრული ეჭვები არსებობს. მას პროკურატურა იმიტომ არ იჭერდა, რომ ე.წ. ოქროს მოწმე იყო, არამედ გავლენიანი ოჯახი აქვს.

"ეს ასქმე იმდენჯერ გაყალბდა და იმდენჯერ ჩაიფარცხა, რომ საზოგადოებას ვეღარ ატყუებდნენ. თუ კი კალანდიების ოჯახი აყვირდება, ხელისუფლებას ესეც გათვლილი აქვს. აქედანაც პოლიტიკური ქულების დაწერას დაიწყებს. დაგორდება ალბათ რამდენიმე მაღალჩინოსნის თავი და წინასაარჩევნოდ ამ თემას მოიშორებენ.

"ვფიქრობ ამ ყველაფერში მთავარი მოთამაშე გახარიაა. ვხედავთ ის გავლენების სფეროებს როგორ იძლიერებს. ამიტომაც მან გააკეთა ის, რაც პროკურატუამ ვერ გააკეთა. კალანდიების ოჯახის ალაპარაკების რისკებიც შეფასებული ექნება და იტყვის,რომ კი, ბატონო, აქამდე არ ვიცოდით, რომ ამ ხალხზე ვინმე ზეწოლას ახდენდა, ახლა თქვეს, ხოდა ვიღაცეებს დასჯიან.

"ესეც კიდევ ერთი ქულა, რომელსაც გახარია მიიღებს. ანუ ივანიშვილს აჩვენებს, რომ ის ყველაზე ძლიერია. წინასარჩევნოდ ის ივანიშვილს ამ სამართლიანობის თემას მოაშორებს და ოპოზიციას ამ ბერკეტებსაც ხელიდან გამოაცლის. ამიტომაც მგონია, რომ კალანდიების ოჯახის მუქარა დიდად არ უნდა აშინებდეს",- აცხადებს მუხაშავრია „რეზონანსთან".

ჩაწერა სახელი