როგორ აკურთხეს რომაელი პოლიტიკოსი ამონის ტაძრის ქურუმებმა ღმერთად
მამუკა ნაცვალაძე
(30.12.2017)

 ელინისტური ხანის ბოლო პერიოდი, ქრისტეშობამდე პირველი საუკუნე, განსაკუთრებით საინტერესო მოვლენებითაა დახუნძლული. რომისა და ალექსანდრიის მეტოქეობა წითელ ზოლად გასდევს პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებს. მსოფლიო განვითარების ის მოდელი, დღეს რომ გლობალიზაციას ვუწოდებთ და ალექსანდრე მაკედონელმა რომ ჩაუყარა საფუძველი, ტრანსფორმაციას განიცდის - რომი კონკურენციას ვერ ჰგუობს, ის პირველი უნდა იყოს, არადა, ალექსანდრია სულ სხვა განზომილებაა, განსაკუთრებით კულტურისა და მეცნიერების მხრივ, ზოგიერთ ასპექტში ბევრად აღმატებული რომზე.

ძვირფასო მკითხველო,

ეს სტატია ხელმისაწვდომოა მხოლოდ ხელმომწერთათვის. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

თუ ჯერ არ გაგაჩნიათ აქტიური ხელმოწერა, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან/და გაიაროთ ავტორიზაცია და გააფორმოთ ხელმოწერა.

რეგისტრაციის შემდეგ თქვენ შეძლებთ მართოთ ხელმოწერის პროცესი, შეამოწმოთ ბალანსი, ასევე მოახდინოთ პერსონალური ინფორმაციის კორექტირება.

ჩაწერა სახელი
მამუკა ნაცვალაძე (04.01.2018)
ბატონო დავით, უპირველესად გმადლობთ რომ გაეცნით ჩემს წერილს... 1.ის რომ არსებობს დიდვაჭრის საფლავის ქვის წარწერა, სრულიადაც არ გამორიცავს ალესანდრიის ბიბლიოთეკის დიდი ნაწილის განადგურებას იულიუს კეისრის ეგვიპტეში შემოსვლისას... 2. მინდა გითხრათ, რომ მე არავის დარწმუნებასა და დაჯერებას არ ვცდილობ, ეს არ არის ჩემი სტილი... მე ვწერ მოაზროვნე ადამიანებისთვის, ვწერ იმას, როგორც ვედავ მოვლენებს... ისიც ბუნებრივი მგონია, რომ ჩემი აზრი სხვების, ან თუნდაც საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს არ ემთხვეოდეს...

მამუკა ნაცვალაძე (04.01.2018)
ბატონო დავით, უპირველესად გმადლობთ რომ გაეცნით ჩემს წერილს... 1.ის რომ არსებობს დიდვაჭრის საფლავის ქვის წარწერა, სრულიადაც არ გამორიცავს ალესანდრიის ბიბლიოთეკის დიდი ნაწილის განადგურებას იულიუს კეისრის ეგვიპტეში შემოსვლისას... 2. მინდა გითხრათ, რომ მე არავის დარწმუნებასა და დაჯერებას არ ვცდილობ, ეს არ არის ჩემი სტილი... მე ვწერ მოაზროვნე ადამიანებისთვის, ვწერ იმას, როგორც ვედავ მოვლენებს... ისიც ბუნებრივი მგონია, რომ ჩემი აზრი სხვების, ან თუნდაც საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს არ ემთხვეოდეს...

დავითი (02.01.2018)
რაც რომაელებმა და კერძოდ ცეზარმა მიაყენა ალექსანდრიის ბიბლიოთეკას ზიანი, ის მთლიანად შეავსო ანტონიუსმა. მან ასევე იყიდა პერგამას ბიბლიოთეკა და კლეოპატრას აჩუქა, სულ 200 ათასი უნიკალური წიგნი. ალექსანდრიის ბიბლიოთეკას მეორე საგრძნობი დაზიანება მიაყენა ზინობი (ზინოვი) პალმირამ, რომელიც იუდაიზმის მიმდევარი იყო და ეგვიპტე დაიყრო. 273 წელს რომის მთავარსარდალმა დაამარცხა ზინობის ლაშქარი, რის გამოც ზინობის მომხრეებმა ბიბლიოთეკის ნაწილი გადაწვა და წიგნები დაიტაცა. კიდევ ერთი ხანძარი ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში თეოდოსი დიდის მმართველობის დროს მოხდა. კერძოდ ეპისკოპოს თეოფილეს მოწოდებით ქრისტიანები შევარდნენ ბიბლიოთეკაში და ერეტიკული წიგნები გაანადგურეს, ბოლოს კი ეს ყველაფერი ხანძრით დასრულდა. თუმცა ეს სამივე ვერსია არასწორია და ვიღაცეებს სურთ ეს ყველაფერი დაგვაჯეროს, რადგანაც არსებობს დიდვაჭრის საფლავის ქვის წარწერა რომლის მიხედვითაც დაახლოებით 380 წელს ერთი წლის განმავლობაში მის ოც ხომალდს ეგვიპტიდან კუნძულ როდოსზე გადაჰქონდა წმინდა ტექსტები, რის გამოც მან მადლობა და კურთხევა თვით რომის პაპისაგან მიიღო. ბიბლიოთეკის საბოლოო განადგურება კი, როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ არაბების ჩადენილი უნდა იყოს, რომელიც 641 წელს განხორციელდა. თურმე ხალიფს, რომელსაც ეხვეწებოდნენ არ დაეწვა ეს ხელნაწერები ასეთი სიტყვები უთქვამს:,,თუ მათში ინახება ის რაც ყურანში წერია, ისინი გამოუსადეგარია, ხოლო თუ ეწინააღმდეგებიან ალაჰის სიტყვას - მავნებელი". ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკა დღემდე არსებობს, მაგრამ რატომღაც მას ეს დღემდე გაუშიფრავია, არადა არსებობენ მეცნიერები რომლებიც ამას შეძლებენ?????