დედოფლის წყაროში 32 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დედოფლის წყაროში მომხდარ ფაქტს სწავლობს და ჯერჯერობით არ არსებობს ოფიცილური ინფორმაცია რა მოხდა და რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. სავარაუდოდ, სანადირო თოფი მას წმენდისას გაუვარდა, რის შემდეგაც სასიკვდილო ჭრილობები მიიღო.
მეორე ვერსიით კი შესაძლოა მან თავი საკუთარი იარაღით მოიკლა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მომხდარის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
„ზუსტად ჯერ არავინ არაფერი იცის რა მოხდა. ეს ბიჭი უკვე გარდაცვლილი სახლში იპოვეს. ამბობენ, რომ იარაღი ჰქონდა თავად, რეგისტრირებული, მაგრამ რა მოხდა, თავი მოიკლა თუ თვითმკვლელობაა ჯერ არავინ იცის. იქნებ მკვლელობაც არის, ალბათ ამას გამოძიება დაადგენს.
„თქვეს, რომ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. თუ გაუვარდა, ასე სასიკვდილო როგორ აღმოჩნდა. თუ ეს განზრახ გააკეთა, ამბობენ, რომ მსგავსი მიზეზი არაფერი ჰქონდაო, თუმცა ვინ რა იცის, ვის რა პორბლემები აქვს. ალბათ გამოძიება დამატებით დეტალებს დაადგენს“, - ამბობს ადგილობრივი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე