ელზა პაპოშვილი
(30.03.2023)

ახლა გამოძიებამ უნდა  დაადგინოს, გააუპატიურა თუ არა რეალურად 63 წლის კაცმა მეზობლის 15 წლის გოგონა. გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანის  მიმართ შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, ეჭვმიტანილია 63 წლის კაცი, რომელიც დაკავებულია. 

როგორც ირკვევა, მოზარდი გოგონა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.  მამაკაცს გამოძიება გოგონას სისტემატურ გაუპატიურებაში ადანაშაულებს. გამოძიების მტკიცებით, მამაკაცი ბავშვის მიმართ გარყვნილ  ქმედებას სახლის ახლოს მდებარე ფარდულში ახორციელებდა. კაცი მისივე შვილმა იმ დროს დაინახა, როცა ის, სავარაუდოდ,  გოგონას ეხვეოდა. ქალმა პოლიციაში დარეკა და მამის დანაშაულის შესახებ აცნობა. როგორც ირკვევა, დაკავებული კაცი გოგონას ოჯახთან ახლო ურთიერთობაში იმყოფება და მისი მამის მეგობარია. კაცი ოჯახს დახმარებას უწევდა და ბავშვის მამას სასოფლო პროდუქტის გაყიდვაში ეხმარებოდა. 

63 წლის ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ის მოულდონელად შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. კაცი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ  ცილისწამების მსხვერპლია. ახლა კაცის ბრალეულობის დამტკიცება ექსპერტიზის პასუხით უნდა გახდეს ცნობილი. ასევე გოგონას ჩვენებით, რომელთანაც ამ ეტაპზე ფსიქოლოგები მუშაობენ.   

დანაშაულის შესახებ სოფელში ყველამ იცის, თუმცა დეტალებზედ საუბრისაგან თავს იკავებენ და გამოძიების დასრულებას ელოდებიან. მეზობლები ჰყვებიან, რომ 63 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს. ეჭვმიტანილი და მსხვერპლი მეზობლები არიან და დანაშაულიც სახლთან ახლოს მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ ის მშრომელი ადამიანია და მსგავსი საქციელი მანამდე არავის შეუმჩნევია.   

„25 წელია აქ ვცხოვრობ და მაგ კაცისთვის  მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. ცოდოს თქმა ძნელია, აგოს პასუხი. პატარა რაღაცა არის ამ ხნის კაცზე ამხელა რაღაცის თქმა. ერთად დავბერდით და ცოდვა როგორ ვთქვა... ძალიან მიჭირს იმის თქმა, ვინ რა დაინახა და რატომ დარეკეს. კაცს ძალიან კარგი ოჯახი აქვს. შვილები ჰყავს გადასარევი და ცოლიც. ამ კაცისგან უპატიოსნო საქციელი სოფელში არავის გაგვიგია. რა მოხდა, რატომ სდებენ ბრალს, არ ვიცით. ბავშვი გონებაშეზღუდულია. მას გრაკვეული ჯამრთელობის პორბლემები აქვს. აბა, ის რას იტყვის? რთულია სიმართლის გაგება,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. დაზარალებული მოზარდის ოჯახი მედიასთან არ კონტაქტობს და მათ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ სურთ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე