ნაზი ბერიძე
(09.03.2023)

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში უმრავლესობას შეუერთდნენ, რადგან ყველა რეკომენდაცია და ხალხის ნება, რომელიც მხოლოდ მათზე იყო დამოკიდებული, უკვე შესრულებულია, მათ შორის სახალხო დამცველის არჩევა. დარჩენილი საკითხების განხორციელებას კი, სრულად ოპონენტების მხარდაჭერა განსაზღვრავს.

„ჩვენი პოლიტიკური ხასიათი ჩვენ მრავალჯერ გამოვავლინეთ, როდესაც ადამიანები, ბავშვები შეცდომაში არიან შეყვანილი. გულწრფელი პროტესტი აქვთ თუ არა, აქ მნიშვნელობა აღარ აქვს, როცა რაღაც რისკის ქვეშ დგება და ეს რაღაც შეიძლება იყოს რომელიმე ბავშვის, ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

"ამასობაში ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ, რომ ევროკავშირის ერთი რეკომენდაცია უკვე შევასრულეთ-სახალხო დამცველის არჩევა და რაც კი ჩვენზე იყო დამოკიდებული აბსოლუტურად ყველაფერი შესრულებულია.

„საქართველოს ევროპულ კურსზე რომ ლაპარაკობენ და სპეკულირებენ - აქციაზე ყველა ხომ არ იყო რადიკალური მიზნებით გამოსული, ძალიან დიდი ნაწილი აღმოჩნდა, რომ იყო გულწრფელი პროტესტის გამომხატველი იმიტომ, რომ ვიღაცამ დაიჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი ამერიკულის პირდაპირი თარგმანია და გამჭვირვალობას ეხებოდა, აღქმაში შეძლეს, ნაწილობრივ დაიჯერეს, რომ ეს შეიძლება იყო რუსულის ანალოგი, რომელსაც საერთო არ ჰქონდა რუსულთან, მაგრამ შეძლეს. აღქმები და ფაქტები ერთმანეთს არ დაემთხვა და ეს იყო გულწრფელი პროტესტის საფუძველი, მაგრამ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას, რადიკალური და ძალადობრივი ფორმებით გამოხადავდნენ, ეს უნდა გავმიჯნოთ.

„საბოლოო ჯამში, ჩვენმა ოპონენტებმაც უნდა გაითვალისწინონ რომ პროცესების მიღმა, რეალურად მიდის ევროკავშირის რეკომენდირებული საკითხების, 12 პუნქტიანი გეგმის ერთი პუნქტი კიდევ შესრულდა და დანარჩენი მათზეა, მათ შორის, იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული რეკომენდაცია. ახლა კეთილი ინებონ და შემოგვიერთდნენ ამ რეკომენდაციების შესრულებაში და ბოლომდე მივიყვანოთ თუ ვინმეს მართლა ევროინტეგრაცია აინტერესებს,"-განაცხადა მდინარაძემ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ხელისუფლების მხრიდან ერთერთი პუნქტის შესრულებასა და „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის გაწვევაზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს, რომ სახალხო დამცველის არჩევით 12 რეკომენდაციის ერთერთი პუნქტი ნამდვილად შესრულდა, ხოლო კანონპროექტის გაწვევა საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებზე არ აისახება.

„სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის არჩევით, საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა კიდევ ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ნახსენები იყო ევროკომისიის ჩამონათვალში. თუმცა, ამ რეკომენდაციების შესრულებაში, კერძოდ, ლევან იოსელიანის არჩევაში, მონაწილეობა არ მიიღო დესტრუქციული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, და ეს ისედაც ცნობილი იყო იმ ოპოზიციური მხარისგან, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგებასაქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„რაც შეეხება სკანდალებით მოსილ კანონპროექტს, ის რომ ოცნებამ ეს გაიტანა ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც არ სურს ზედმეტი დაძაბულობა, მეტწილად დეზინფორმაციის გავრცელებასაზოგადოებაში.

„და აქვე კრიტიკულად ვიტყვი "ქართული ოცნების" „ხალხის ძალის" მოძრაობისადმი, სანამ ამ კანონპროექტს დააყენებდა დღის წესრიგში, მანამდე იყო საჭირო აუცილებელი და ფართო საზოგადოების ინფორმირება. ჯობია ჯერ გააცნო საზოგადოებას, და მერე გამოიტანო საკომიმეტო მოსმენაზე, თუ პლენარულ სესიაზე.

„რაც ხდება ქართულ კანონშემოქმედებაში, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციაში. ეს გადაწყვეტილი და ნორმალური მსვლელობაა, მაგრამ მე პირადად, თუნდაც მრავალმილიონიან ამომრჩეველს, გამიჩნდება „ ქართული ოცნების" ხელისუფლებისადმი პრეტენზია, როდესაც ისინი გადახედავენ, კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც თავად შეიტანეს, რაც ნიშნავს ასე ვთქვათ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, კანონებზე უნდა ვიდავოთ შინაარსიანად და არსობრივად, დანარჩენი ასე ვთქვათ იარლიყების მიწებება, არის აბსოლუტურად არასერიოზული.

„კანონპროექტის გაწვევა არანაირად არ აისახება ევროკავშირთან ურთიერთობებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. სუვერენული სახელმწიფოს კანონშემოქმედება არის მისი კანონშემოქმედება" - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე