ელზა პაპოშვილი
(19.11.2022)

სასტიკი მკვლლეობა კახეთში - 25 წლის ბიჭს სოფელ შილდაში ნათესავთან ერთად მოლხენა სიკვდილის ფასად დაუჯდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, გიგა არჯევანიშვილი სასიკვდილოდ 37 წლის მისავე ნათესავმა გაიმეტა. ენისელიდან სოფელ შილდაში მისულ ახალგაზრდას, დანით ჭრილობები, სავარაუდოდ, ნათესავმა მიაყენა - ბიჭს დანა ყელში ჩაარტყა და არტერიის გადაჭრის გამო ის სისხლისგან დაიცალა. მკვლელობამდე კი სავარაუდოდ, ხელჩართული ჩხუბი იყო. მოკლული ახალგაზრდას ნათესავები ამბობენ, რომ ბიჭს სხეულზე და სახეზე ცემის კვალი აღენიშნება.

ჩხუბი სუფრასთან ქეიფის დროს დაიწყო და არსებობს ვარაუდი, რომ ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს. რატომ ვერ მოხდა კონფლიქტში მონაწილე პირების გაშველება და რა გახდა ამ სასტიკი ანგარიშსწორებსი მიზეზი, ამას გამოძიება არკვევს. შვილის მკვლელობის შესახებ კი მამამ ინფორმაცია პოლიციისგან შეიტყო. მას უჭირს მომხდარ ფაქტზე საუბარი და ვერ ხსნის რატომ უნდა მოეკლა საკუთარ ნათესავს მისი შვილი.  

„ეს ბიჭი სოფელ ენისელში ცხოვრობს და აქ შილდაში ნათესავთან ყოფილა წამოსული. ნასვამებს სუფრასთან რაღაცაზე უკამათიათ. მერე ერთმანეთში შეხლა-შემოხლა მომხდარა და ყველაფერი წამებში განვითარდა. სავარაუდოდ, მაგიდიდან დანა აიღო და ყელში ჩაარტყა. ეს ბიჭი ფიზიკურად ძლიერი იყო და მოერია, ამან კიდევ არ მომკლასო თუ რა იფიქრა და დანა მოუქნევია. რამდენად ჰქონდა მკვლელობა განზრახული, ესეც გასარკვევია.

„ბევრი ადამიანი იყო წესით იქ და მათ უკეთესად იციან ზუსტად რა მოხდა. არ ჰქონდათ კონფლიქტი არასდროს. ეს ბიჭიც, ვინც მკვლელობა ჩაიდინა, არ ყოფილა კონფლიქტური. იმ მოკლულსაც კარგად ახასიათებენ. ძალიან რთულია ზუსტად ითქვას ვინაა დამნაშავე, როცა ახალგაზდა ბიჭია მოკლული. 

„რაც შეეხება ბრალდებულს, ისიც საავადმყოფოში იმყოფება. მემგონი ნაცემია და ტრამვები აქვს მიღებული. როგორც ამბობენ, პოლიციამ მისი დაკითხვა ჯერ ვერ შეძლო, თუმცა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ალბათ გამოკითხავენ“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე