ელზა პაპოშვილი
(01.07.2022)

მოხუცების მომვლელი ქალი, რომელიც ათენში მათივე ძარცვის ბრალდებით დააკავეს, ახლა გამოძიებას წინასწარი დაკავების  იზოლატორში ელოდება. ბერძნული მედიის ინფორმაციით 47 ქალს ბოლო რამოდენიმე კვირა სპეცსამსახურის წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ. ბერძნული მედიის მტკიცებით, ის მოხუცებთან  ნდობაში შედიოდა, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებით აბრუებდა, შემდეგ კი ძარცვავდა.

 სახლიდან  ფული, ძვირფასეულობა, ბანკის საკრედიტო ბარათები და სხავდასხვა ღირებული ნივთები მიჰქონდა. პოლიციამ ქალის ირგვლივ 4 მსგავსი საქმე გამოიძია, სადაც მისი ამოცნობა მოხუცებმა უკვე შეძლეს. არ არის გამორიცხული, ძიების პროცესში დაზარალებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. 

ქალი საქართველოდან საბერძნეთში სამუშაოდ 16 წლის წინ წავიდა. საბერძნეთის  პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა და საქმე კარაგდ ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფთან ჰქონდეთ.  

„ქალი სხვადასხვა ვაკანსიებს ეძებდა, სადაც მოხუცებთან კონტაქტში ადვილად შედიოდა. მათ მოხიბვლას მალევე ახერხებდა და მათთან, სრული ნდობით აღჭურვილი მუაობას უმალვე იწყებდა. როგორც აღმოჩნდა ის მოხუცებს პიველივე დღეს საკვებში და წყალში სახვადასხვა ნარკოტიკულ ნითიერებებს ურევდა. მათ ძარცვავდა და შემდეგ უკვალოდ ქრებოდა. ჯერჯერობით 4-მა დაზარალებულმა მოგვმართა, რომლებმაც ქალი უკვე ამოიცნეს. თუმცა არ არის გამორიცხული დაზარალებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდოს. ასევე არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ის მარტო არ მოქმედებდა“, - აცხადებს ბერძნულ მედიასთან პროკურორი.  

47 წლის ქალი დუშეთის მუნიციპალიტეტიდან არის. მის ვინაობას განზრახ არ ვასახელებთ. როგორც დაკავებულის მეზობლები „რეზონანსს“ უყვებიან ის საზღვარგარეთ სამუშაოდ 2006 წელს წავიდა. დაკავების შესახებ მათაც ტელევიზიიდან შეიტყვეს. მათი ინფორმაციით, ქალი და მისი ქმარი სოფლიდან წლების  წინ წავიდნენ და მას შემდეგ იქ იმყოფებიან. 

„ძალიან კარგი გოგოა, ჩვენც  შოკში ვართ რა უნდა მომხდარიყო. წლებია იქ მუშაობს და მსგავსი პრობლემა არასდროს ჰქონია. 16 წელია საბერძნეთში მომვლელად არის. მისი ქმარიც საზღვარგარეთაა. ამ გოგოზე  ცუდი აქ არავის  გაუგია.  ჩვენს თვალწინ გაიზარდა და ასეთ რამეს თუ აკეთებდა წარმოუდგენელია. ვიმედოვნებთ, რომ საქმე გაუგებრობას ეხება, რომელიც ძალიან მალე გაირკვევა და ეს ტყუილი აღმოჩნდება. როგორც ჩვენ ვიცით,  ის დიდი ხანია ერთ ოჯახში მუშობდა და ასე სხვადასხვა მოხუცებთან როგორ და როდის აღმოჩნდა გაუგებარია“, - ჰყვებიან ადგილობრივები „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე