ელზა პაპოშვილი
(28.06.2022)

ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეში ახალი „ოქროს მოწმეები“ გამოჩნდნენ. როგორც ირკვევა, იმ დროს, როდესაც სახლისკენ მიმავალ ბიზნესმენს ჩასაფრება მოუწყეს და წყნეთის გზაზე ჩაცხრილეს, მას უკან ტაქსი, თეთრი ფერის „ტოიოტა პრუსი“ მიჰყვებოდა. თავადამსხმელებმა კაჭარავას ავტომობილთან ერთად ტაქსიც  გადაცხრილეს, ხოლო მასში მსხდომი მძღოლი  და მისი მგზავრი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. 

მძღოლთან, ელდარ ზარიასთან ერთად ტაქსში არასრუწლოვანი იჯდა, რომელიც სახლში მიჰყავდა. როგორც ოქროს მოწმე გამოძიებასთან ჰყვება, მან დაინახა, რომ მის წინ მიმავალ ავტომობილს გორაკიდან ჯერ საბურავები დაუცხრილეს რომ გაჩერებულიყო, შემდგე კი რამდენიმე წამის განმავლობაში ესროდნენ. ტაქსი ბიზნესმენის ავტომობილს ძალიან ახლოს მიჰყვებოდა და ტყვიები მასაც მოხვდა - მანქანას 8 ნატყვიარი აქვს. 

„რეზონანსს“ ტაქსის მძღოლის ნაცნობი უყვება, რომ ტაქსისტი და არასრუწლოვანი მგზავრი სიკვდილს სასწაულებირვად გადაურჩნენ. ბავშვი უკანა სავარძელზე იჯდა და სავარაუდოდ, ამან გადაარჩინა - სროლის დროს თავის დაწევა და უკანა სავარძელზე დაწოლო მოასწრო, ხოლო მძღოლმა ავტომობილის გაჩერება მოახერხა.  

„როგორც ტაქსის მძღოლი ყვება, წყნეთის გზაზე მიდიოდა, როდესაც ამ მკვლელობას შეესწრო და თავადაც სასწაულებრივად გადარჩა. მას არასრუწლოვანი ვარჯიშიდან სახლში მიჰყვადა. მათ გზაზე ბიზნსემენის ავტომობილი წამოეწიათ და გასწრება სცადა. სწორედ ამ მომენტში მან რამოდენიმე მიმართულებიდან სროლის ხმა გაიგონა. ამბობს, რომ ტყვიების წვიმაში მოხვდა. დაინახა, რომ ავტომობილმა, რომელმაც მას გაუსწრო, მართვაზე კონტროლი დაკარგა და გაჩერებას ცდილობდა. სავარაუდოდ, ჯერ საბურავებში ესროლეს. 

„რომ მიუახლოვდა, ტყვიები მასაც მოხვდა. მოასწრო  და ბავშვს უთხრა, რომ უკან სავარძელზე დაწოლილიყო. შემდეგ კი ავტომობილი გააჩერა. 8 ტყვია აქვს  მოხვედრილი. ფიქრობს, რომ ორზე მეტი მსროლელი უნდა ყოფილიყო, რადგან მთის ფერდობიდან რამოდენიმე მიმართულებიდან ისროდნენ. 

„მარჯვენა მხარეს ავტომობილი სულ დაცხრილულია. ამბობს, რომ არავინ დაუნახავს, რადგან მთის ფერდობიდან ხეებს ამოფარებულები ისროდნენ. ამიტომ ფიქრობს, რომ მკვლელობა პროფესიონალმა ქილერებმა ჩაიდინეს. ზუსტად და გათვლილად მოქმედებდნენ. აი, ფილმებში რომ გვინახავს, ზუსტად ასეთ სცენას შევესწარიო“, - უყვება „რეზონანსს“ წყარო.   

საქმეში ასევე  გამოჩნდა ავოტბუსიის მძღოლი, რომელმაც კაჭარავაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები დაინახა. ის ავტობუსით სწორედ მაშინ გდაადგილდებოდა, როცა ბიზნესმენი წყნეთის გზაზე ჩაცხრილეს. 

ასევე გამოძიებას ჰყავს კიდევ ორი მოწმე - მგზავრები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ავტობუსიდან მთის ბორცვზე გაქცეული ორი ადამიანი დაინახეს. ისინი შემთხვევის ადგილას პოლიციაზე ადრე მივიდნენ. მათ არ იცოდნენ ვინ იყვნენ აღნიშნული პირები, თუმცა ახლა ხვდებიან, რომ ისინი, სავარაუდოდ, მკვლელები უნდა ყოფილიყვნენ. 

ავტობუსის  მძღოლი და მისი მგზავრები უკვე გამოკითხეს და შესაძლოა გამოძიებისთვის გარკვეული დეტალები უკევე ცნობილი იყოს. ავტობუსიდან ასევე ამოღებულია კამერის ჩანაწერები, თუმცა მძღოლი ამბობს, რომ იქ დიდი არაფერი ჩანს. კადრებში მხოლოდ ის არის ასახული, როგორ უახლოვდებიან ბიზნესმენის უკვე დაცხრილულ ავტომობილს, სადაც გარდაცვლილი მამაკაცი ზის. 

ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის ირგვლივ, სავარაუდოდ, გამოძიება ორ ვერსიაზე მუშოაბს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ვენდეტას მსხვერპლია. ეს კი შესაძლოა 90-იან წლებში ძმებ თორაძეების მკვლელობას, ან ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას უკავშირდებოდეს. თუმცა კავარცხელიების და თავად კაჭარავას ოჯახიც ამ ფაქტს გამორიცხავენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე