ელზა პაპოშვილი
(14.04.2022)

სისხლიანი გარჩევა გერმანიის თავშესაფრის ცენტრში - ადგილობრივი პოლიცია სამ ეჭვმიტანილს ეძებს. მათ შორის ერთი 33 წლის როსტომ კოზოლაშვილია. როგორც ქართველი ემიგრანტები ჰყვებიან დაპირისპირება ლიბანელებს და ქართველებს შორის მოხდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ადგილის დაკავება გახდა. 

გერმანული მედია ამტკიცებს, რომ 3-მა ქართველმა ლიბანელები ჯერ სცემა, შემდეგ კი დანით დაჭრეს. კონფლიქტი ტრიერის რაიონში, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ დაწესებულებაში 27 მარტის საღამოს მოხდა. სასიკვდილოდ დაჭრილი აღმოჩნდა  27 წლის ლიბანელი მამაკაცი, რომელიც რამდენიმე ოპერაციის შემდეგ გადარჩა.    

„როგორც გერმანული მედია  წერს, თავშესაფრის მისაღებში, ქართველებს და ლიბანელებს შორის ჩხუბი მოხდა. მათ ლიბანელები ჯერ სცემეს, შემდეგ კი დანით დაჭრეს. ერთ-ერთი 27 წლის მამაკაცი ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, მაგრამ გადარჩა.  ქართველებმა თავს გაქცევით უშველეს.  თუმცა გერმანიის პოლიცია მათ მთელი ევროპის მასშტაბით ეძებდათ. როგორც ინფორმაცია ვრცელდება 2 ქართველი 5 აპრილს საფრანგეთში დააკავეს. მესამე პირს კი ამ დრომდე ეძებენ. სავარაუდოდ, მისი ადგილსამყოფელის დადგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. მსგავსი ფაქტები და საქმის გარჩევა ხშირია. ლტოლვილთა თავშესაფარში ლიბანელები და სხვა ლტოლვილები ძალიან ბევრნი არიან. ამიტომ ქართველებს მსგავსი კონფლიქტი არაერთხელ მოსვლიათ“, - აცხადებს ემიგრანტი გამოცემასთან.       

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე