ელზა პაპოშვილი
(11.04.2022)

თბილისში ტაქსის მძღოლმა ლატვიელი ტურისტების გატაცება და ფულის  გამოძალვა სცადა. რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოში ჩამოფრინდნენ, მათ ტაქსი აპლიკაციის მეშვეობით გამოიძახეს და ქალაქის ცენტრამდე წაყვანა სთხოვეს. ტაქსის მძღოლმა კი ისინი მოტყუების მიზნით სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანა. 

ლატვიის მოქალაქეებმა  კი ქართველ მეგობარს დაურეკა და მისი გაფრთხილება მოასწრო. დილით ტურისტების კვალს პოლიციამ კახეთის გზატკეცილზე მიაგნო. ისინი 4 საათის განმავლობაში გარდაბნის პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდნენ. პოლიციამ, სავარაუდოდ, უკვე მოახდინა იმ ტაქსის მძღოლის იდენტიფიცირება, რომელმაც ტურისტები აეროპორტიდან გაიტაცა.  

ტურისტები ყვებიან, რომ ისინი დილის ხუთ საათზე თბილისში ჩამოფრინდნენ. ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით ტაქსი გამოიძახეს, სადაც დანიშნულ მარშუტზე მათ 23 ლარი უნდა გადაეხადათ. მძღოლმა კი მათ 195  ლარის გადახდა მოსთხოვა. ტურისტებმა ამაზე უარი უთხრეს. 

გაბრაზაბეულმა ტაქსის მძღოლმა კი ისინი გომბორის მიმართულებით წაიყვანა და ახლა 500 ლარი მოსთხოვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში დედაქალაქში არ დააბრუნებდათ. ამის შემდეგ ტურისტებსა და ტაქსის მძღოლს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პროფესორებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.   

„ჩემი კოლეგები რიგის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდნენ და კონკრეტული აპლიკაციით ტაქსი გამოიძახეს. სასტუმრომდე მისასვლელად მათ აპლიკაციამ 23 ლარი დაუწერათ. მოხდა ისე, რომ რაღაცა თაღლითურ სქემაში გაეხვივნენ, რადგანაც ტაქსის მძღოლმა სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანათ. სასტუმროსთან არ გაუჩერათ, რადგანაც 195 ლარს სთხოვდათ. პროფესორები ეუბნებოდნენ, რომ მათ აპლიკაციაში სხვა თანხა წერია. 

„ამის შემდეგ გომბორის მთაზე წაიყვანა და ახლა 500 ლარს სთხოვდათ, რომ უკან ქალაქში დაებრუნებინა. პროფესორმა მოასწრო ჩემთვის სქრინები გამოეგზავნა და მიეთითებინა ის ლოკაცია, სადაც იმყოფებოდა. შემდეგ 112-ში დავრეკა და პოლიცია ჩერთო. მათ ტურისტები გომბორის მთაზე იპოვეს. ის ჩამოუსვია და გაქცულა. ამის შემდეგ ტურისტების დაკითხვაზე პოლიციაში გადაიყვანეს“,-ამბობს ეკონომისტი ოთარ აბესაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე