ელზა პაპოშვილი
(10.04.2022)

უმძიმესი დანაშაული რუსთავის გზატკეცილზე - 35 წლამდე ქალი, რომელიც გაჩერებაზე იდგა, სამმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვა და რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ ჯგუფურად გააუპატიურა. პირველად ინფორმაცია ფაქტის შესახებ გამოცემა „ინფორ რუსთვამა“ გავრცელა. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ შემთხვევა 3 დღის წინ მტკვრის სანაპიროზე სამშენებლო მასალის მომპოვებელ კარიერთან მოხდა. ადგილზე მისულ მამაკაცებს კიდევ ერთი პიროვნება შეუერთდათ, რომელიც კარიერის დაცვის თანამშრომლად იყო დასაქმებული. ოთხივე მათგანმა ქალი ჯერ სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. გაუპატიურებაში მონაწილეობა მიიღო კარიერის დაცვის თანამშრომელმაც.

ახალგაზრდა ქალმა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაქცევა მოახერხა და ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა. პოლიციელებმა ოთხივე პირი ცხელ კვლაზევე  დააკავეს.

დაკავებულების სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა და მოსამართლე მადონა მაისურაძემ ოთხივეს აღკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ადგილზე მეორე დღეს პოლიცია მივიდა და მათი გამოკითხვა დაიწყეს.

„როგორც ამბობენ, გზაზე ქალი დაუნახავთ და ის ძალის გამოყენებით სამ ნასვამ მამაკაცს მანქანაში ჩაუსვამს. სრულიად უცნობი ქალი. ეს დაცვის თანამშრომელი მათი მეგობარი ყოფილა და აქ ამოუყვანიათ. ქალი წინააღმდეგობას უწვდათ და ამის გამო სასტიკად სცემეს. შემდეგ კი ოთხივემ მასზე იძალადეს. 

„როგორც ჩანს, ნასვამებმა შემდეგ დაიძინეს, ხოლო ქალმა თავს გაქცევით უშველა. პოლიცია გამოუძახებია და თავზე დააყენა. ოთხივე  დააკავეს. ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატრეს. ამ დაცვის ბიჭს არ ვიცნობთ ვინაა, მგარმ ვიცით, რომ აქ მუშაობდა ხოლმე“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

ბრალდებულებიდან სამ პირს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 137 მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით. აღნიშნული მუხლები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გაუპატიურებას ითვალისწინებს. მეოთხე პირს ბრალად ედება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე