თამთა ჩაჩანიძე
(22.08.2020)

ანტალიაში გავლენიანი „კანონიერი ქურდის" ნადირ სალიფოვის მეტსახელად „ლოტუ გულის" მკვლელობის შემდეგ, პოსტ საბჭოთა სივრცის კრიმინალური სამყაროს ლიდერობის ერთადერთ პრეტენდენტად მერაბ ჯანგველაძე, იგივე „სუხუმსკი" განიხილება.ამის შესახებრუსული მედია წერს კრიმინალური სფეროს ანალიტიკოსებზე დაყრდნობით.

გამოცემა „პრაიმ კრაიმის" რედაქტორმა ვიქტორია გეფტერმა „ლენტა.რუ"-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „სოხუმსკი"ციხის გარეთ მყოფ „ქურდებიდან"ერთადერთია, ვისაცკრიმინალურ სამყაროში მოკლული სალიფოვის თანასწორი ავტორიტეტი და გავლენა აქვს. მისივე განცხადებით, „ნადირ სალიფოვის ასეთი ფინალზე ბევრმა გააკეთა პროგნოზი".

ნადირ სალიფოვი მეტსახელად „გული" 20 აგვისტოს ანტალიაში მდებარე რესტორანში მოკლეს, დანაშაული ხაგან ზეინალოვმა იგივე „ხან ბაკინსკიმ" ჩაიდინა, რომელმაც მკვლელობამდე ვიდეოც კი ჩაწერა. იგი უკვე დაკავებულია.

მერაბ ჯანგველაძე სოხუმის კრიმინალური კლანის ლიდერადაა ცნობილი. როგორც რუსული მედია წერს, მას შესაძლოა 2013 წელს კრიმინალურ ავტორიტეტ ასლან უსოიანის, იგივე „დედ ჰასანის" მკვლელობაშიც მოეღო მონაწილეობა.

უსოიანიერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რუსულ კრიმინალურ კლანს ხელმძღვანელობდა და 2000-იან წლების დასაწყისშიდიდ კრიმინალურ ომში იყო ჩართული მეორე „ქურდულ" დაჯგუფებასთან, რომელსაცტარიელ ონიანი ხელმძღვანელობდა.

სწორედ ამ პერიოდში მოკლეს უსოიანის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე, „კანონიერი ქურდი" ვიაჩესლავ ივანკოვი და ერთ-ერთი ვერსიით, ჯანგველაძეს ამ მკვლელობასთანაც უნდა ჰქონდეს კავშირი.

ჩაწერა სახელი