მარიამ ნებულიშვილი
(19.08.2020)

ბარ „ბაუჰაუსის" გაუჩინარებული თანამშრომლების ცხედრები მაშელებმა მტკვარში 17 აგვისტოს იპოვნეს. ამ დრომდე გაურკვეველია მათი გარდაცვალების დეტალები. დაკარგულ ახალგაზრდეს ოჯახი და ბარის ადმინისტრაცია 15 აგვისტოდან ეძებდნენ. ორივეს სამხსახურში ჰქონდა დატოვებული პირადი ნივთები. ბოლოს ახალგაზრდები კამერებმა ვერცხლის ქუჩაზე დააფიქსირეს. ასევე ამოღებულია ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერებიც.

როგორც მეზობლები მედიასთან ამბობენ, გოგონა მდინარეში ჩავარდა და ბიჭი მის გადასარჩენად გადახტა. თუმცა არც ოჯახი და არც გამოძება ამ დეტალებზე არ საუბრობს.

17 აგვისტოს მაშველებმა მდინარე მტკვარში ახალგაზრდების ცხედრები იპოვნეს. გიორგი შალამბერიძისა და ბაია ბერუაშვილის მეგობრები, ოჯახის წევრები და თანამშრომლები თაბუკაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდნენ.მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა მტკვარზე ჩატარებული ინტესიური საძიებო სამუშაოების შედეგად "ბაუჰაუსის" ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე "ბაუჰაუს" ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

„საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხული არიან "ბაუჰაუს" ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რამდენიმე საათში მაშველბმა ასევე მტკვრიდან ამოიყვენეს ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარიც.

ბაია ბერუაშვილისა და გიორგი შალამბერიძის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143 მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ჩაწერა სახელი