რეზონანსი
(18.08.2020)

„ივერია - ბრილიანტის" რიგით მეხუთე საერთაშორთისო ფესტივალის ტარტსიღებს. პირველი ტურის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ფესტივალი 2020 წლის 13 ივლისს დაიწყო. პირველი ეტაპი იყო მონაწილეთათვით წარდგენა. შემდეგი ეტაპები კი უკვე შემდეგნაირად განვითარდა: ყოველ ორშაბათს ქვეყნდებოდა მონაწილეთა ახალი სიმღერა, გრაფიკისა და მიმართულების მიხედვით - სოლოს მშობლიურენაზე, სოლო უცხოური, დუეტი ნებისმიერ ენაზე, აკაპელა.

როგორც ფესტივალის დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი ამბობს, ყველა ნამღერი, კორონავირუსთან დაკავშირებული რისკის გამო, სახლის პირობებში არის ჩაწერილი.

„როგორც მოგეხსენებათ შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი„ივერია - ბრილიანტის" ონლაინ ვერსია კორონავირუსის წინააღმდეგ შეიქმნა, რომ არ გაჩერებული ყოფესტივალი, შშმ პირთა ხელოვნების განვითარება, მათი ნიჭის რეალიზაცია რესოციალიზაცია. სწორედ ამიტომ ატარებს ეს ფესტივალი სლოგანს „ივერია - ბრილიანტი"ფესტივალიკორონასწინააღმდეგ"! შვიდი ქვეყანის 33 მონაწილეა ჩართული: აზერბაიჯანი, პოლონეთი, რუმინეთი, სომხეთი, უკრაინა, თურქეთი და მასპინძელი საქართველო. ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ ფესტივალის პოპულარობა მზარდია და საიტერესო კონცეფციით სარგებლობს", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

აღსანიშნავია, რომ„ივერია - ბრილიანტი" საქართველოში პირველი ფესტივალია შშმ პირთათვის, ხოლო მსოფლიოში ონლაინი ფესტივალთა რიგებში პირველია, რა თქმა უნდა, შშმ პირებისთვის და შერეული ფორმითან უინკლუზიური სახით. ჟიური სწევრი ყველა მონაწილე ქვეყნიდანაა ჩართული. პირველი ეტაპი ყველა მონაწილემ გადალახადა მეორე ტურში გადავიდა.

ფესტივალის ორგანიზატორის თქმით, საქართველო გამარჯვებული წარმომადგენელი ორ-ორი წყვილი 2020-2021 წლეს გაემგზავრება აზერბაიჯანში, პოლონეთში, უკრაინაში, რუმინეთსა და რამდენიმე სხვაქვეყანაში.

,,გამარჯვებულების მგზავრობის ხარჯებს „ივერია - ბრილიანტი" გაიღებს, ხოლო უცხოეთში ადგილობრივ ხარჯებს ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ფესტივალები ანუ მასპინძელი ქვეყნები აანაზღაურებენ" - განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, „ივერია - ბრილიანტმა" უკვე ოთხჯერ შეძლო საკუთარი სახსრებით არაერთი ჩვენი მოქალაქის გაგზავნა უცხოეთის ფესტივალებზე.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

ფესტივალის ორგანიზატორი და განმხორციელებელია ააიპ„სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი" და საქართველოში პირველი გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალი", რომელშიც 18 შშმ პირია და საქმებული სხვა არაერთ ჟურნალისტთან ერთად.

ცნობისთვის, დღეს დაიდება მხოლოდ მონაწილეთა წარდგენები, ხელმეორედ, რათა გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ იცოდნენ თავისი რჩეულის შესახებ მეტი. ხოლო 2020 წლის 31 აგვისტოს განთავსდება მეორე ტურის პირველი დავალება-სიმღერა.

ჩაწერა სახელი