"საქართველო რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დგას და მას მხარს უჭერენ ძლიერი და ერთგული მეგობრები"
მარიამ ნებულიშვილი
(07.08.2020)

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვიტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ამ თარიღს ეხმიანებიან და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ, რუსეთს კი ნაკირისი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდენებენ.

როგორც ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა საქართველო რუსეთის წინაშე მარტო არ დგას. მისი თქმით ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპულ მომავალს მხარს უჭერს.

„რუსეთის მიერ წარმოებული ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების პოლიტიკის მარცხი აჩვენებს, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დგას და მას მხარს უჭერენ ძლიერი და ერთგული მეგობრები.

„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან და ანექსიიდან 12 წელი გავიდა, მაგრამ ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც ამ დროს დამთავრებულა. 2008 წლის მოვლენებს წინ უძღოდა რუსეთის მრავალწლიანი აგრესია, რაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით", - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".

ამ დღესთან დაკავშირებით ერთობილივი განცხადება გაავრცელეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდიმ და საქართველოს საკითხზე მომხსენებლმა, სვენ მიქსერმა.

მათი თქმით, საქართველომ საქართველომ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში მტკიცედ დაიმკვიდრა თავი, როგორც სანდო მოკავშირემ და მნიშვნელოვანმა პარტნიორმა. ისინი ასევე მოუწოდებენ რუსეთს შეწყვიტოს ბორდერიზაციის პროცესი.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

„მოვუწოდებთ კონფლიქტის მშვიდობიანად, მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით გადაჭრისკენ, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელებისკენ.

„ვინაიდან აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი დე-ფაქტო მმართველობის ქვეშაა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ოკუპირებულ რეგიონებში შეუფერხებლად წვდომის საშუალება მისცეს. შეწყდეს მიმდინარე „ბორდერიზაციის" პროცესი და დასრულდეს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევა ამ რეგიონებში. ასევე უზრუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, მათ მშობლიურ მიწაზე და ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცნენ", - ვკითხულობთ ევროპარლამენტის ერთობლივ განცხადებაში.

ეუთოში აშშ-ის მისია, რუსეთს მოუწოდებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ.

„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოში აგრესია და ოკუპაცია დაიწყო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შეასრულოს, მათ შორის საკუთარი ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებამდე გაიყვანოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ თემას გამოეხმაურა საქართველოს მეგობარი სახელმწიფო უკრაინაც. რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებიტ გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიოტორიების ოკუპაციას და მხარდაჭერას გამოხატავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვრენიტეტის მიმართ.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებში საქართველოს სუვერენული ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს, რომელიც ამ ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენაა მიმართული.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. „ბორდერიზაციის" პროცესი, ოკუპაციის ხაზზე საქართველოს მოქალაქეების სისტემატური დაკავება და გატაცება, მათი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა, რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის 12 წლის მთავარი „მიღწევაა".

„უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, აგრეთვე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, გაიყვანოს რუსული ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უზრუნველყოს ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციების თავისუფალი წვდომა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გაზარდოს საერთაშორისო ზეწოლა და გააძლიეროს სანქციების რეჟიმი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რათა აიძულოს იგი, შეაჩეროს აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ასევე მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია", - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჩაწერა სახელი