ელზა პაპოშვილი
(03.08.2020)

რა მოხდა 2 აგვისტოს ლისიზე და რატომ მოხდა  ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს ლევან თოფაძესა და ყოფილ პერმიერს ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას შორის დაპირისპირება.  როგორც „რეზონანსს“ თოფაძის ერთ-ერთი მეგობარი უყვება, ბუსა ჟვანიას უყვარდა გოგონა, რომელიც ლევან თოფაძის ბავშვობის მეგობარია და 2 აგვისტოს მასთან მეგობრებთან ერთად სახლში სტუმრად იმყოფებოდა.

მეგობრის ინფორმაციით, ბუსა ჟვანია და გოგონა ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ, თუმცა, ჟვანია მასთან შერიგებას ცდილობდა. სწორედ ამის გამო ის ლევან თოფაძის სახლში მივიდა და გოგონასთან დალაპარაკებას ცდილობდა. სავარაუდოდ, გოგონასა და ჟვანიას შორის დაძაბული საუბარი მოხდა.  მან გოგონას შეურაცხყოფა მიაყენა, რაშიც თოფაძე ჩაერია და ჟვანიას დაწყნარება ურჩია. სწორედ ამის შემდეგ მოხდა თოფაძის დაჭრა. თუმცა, ვინ დაჭრა ჟვანია, ჯერჯერობით უცნობია. 

„როგორც ჩანს ჟვანიამ იეჭვიანა და იფიქრა, რომ ლევან თოფაძის გამო შეყვარებული დაშორდა. დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ერთად და როგორც ვიცი რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. 

“ჟვანია ცდილობდა გოგონასთან შერიგებას, მაგრამ როგორც ჩანს მას აღარ სურდა. ის ლევანის ბავშვობის მეგობარია და მათ საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ. სწორედ ამიტომაც 2 აგვისტოს ლევანის სახლში იყო. ჟვანიამ ალბათ ეს გაიგო და გოგონასთან დასალაპარაკებლად მივიდა. მათ შორის შელაპარაკება და კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც თოფაძე მეგობარს გამოესარჩლა. სწორედ ამ დროს მოხდა მისი დაჭრაც“,-უყვება „რეზონანსს“ თოფაძის მეგობარი. 

გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე, ამ დრომდე, რეანიმაციაში რჩება, თუმცა ის გონზე უკვე მოვიდა. ლევან თოფაძეს ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია დასჭირდა და მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

დაკავებული ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც  დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის ჯერჯერობით არ გამოუკითხავთ. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გამომძიებლებს ელოდებიან. სწორედ სამედიცინო დაწესებულებაში შედგება ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ბრალის წარდგენის პროცედურას ითვალისწინებს. ინფორმაციას დაკავებულის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მუცლის არეშია ჭრილობა, ცივი იარაღით მიყენებული. არ დასჭირდა ოპერაცია," - განაცხადა ბესარიონ ჟვანიას ბიძამ, გოგლა ჟვანიამ.  

გოგი თოფაძე კი  რამდენიმე საათის განმავლობაში  ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა. ის პოლიციაში დღეს უკვე მეორედ მივიდა, თუმცა ამჯერად რა გახდა მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. თოფაძე ამბობს, რომ მისი შვილიშვილი ვინც სასიკვდილოდ გაიმეტა, სათანადოდ უნდა დაისაჯოს. 

რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, გოგი თოფაძის შვილი ამბობს, რომ სახლში შემთხვევის ადგილი ამ დროისათვის დალუქულია, თუმცა, საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს. „რეზონანსთან“ თოფაძე ამბობს, რომ ოთახი სადაც დაჭრა მოხდა ჯერ ისევ სისხლიანია და სამართალდამცველებს სთხოვს, რომ საგამოძიებო მოქმედებები სწრაფად ჩაატარონ.  

„როგორც ჩანს, ერთ-ერთი ამ სამიდან, იცნობდა იმ კაცს, ვინც ეს ჩაიდინა და დაურეკია და მოსვლა მინდა მანდო, იმ კაცს, იმ ქალბატონთან, რაღაც ძველი, წარსული რაღაცეები ჰქონდა. ყვირილის და ჩხუბის ხმაზე ჩემი მეუღლე მაღლა ავარდა და დაინახა, რომ სისხლშია ბავშვი, დაიწყო კივილ-წივილი, მაშინ ამოვედით ჩვენ, ის უკვე გაქცეული იყო, - ამბობს თოფაძე. 

რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა ჟვანიას ინტერესები ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დაიცვას. ის ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს: „ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მაქვს. ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ",- ამბობს ჭკადუა.  

ლევან თოფაძეს ცივი იარაღით ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული, მისი მდგომარეობა უკვე სტაბილური, თუმცა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით, ბუსა ჟვანია ქირურგიულ დეპარტამენტში მკურნალობს. 

ბუსა ჟვანიასთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ. პროკურატურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს მტკიცებულებების გამყარება. 

გამოკითხვები ამ საქმეზე უკვე დაიწყო, დაპირისპირების ერთ-ერთი თვითმხილველი, ზუკა აბაშიძე გუშინვე გამოკითხეს.     

ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკური მენეჯერის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ამ დროისათვის ორივე პაციენტი, ლევან თოფაძე და ბუსა ჟვანია კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც კვაჭაძემ აღნიშნა, ერთი პაციენტი ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მეორე კი ქირურგიულ დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობს.

„არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ოპერაცია ჩაუტარდა ორივე პაციენტს, კონკრეტულად რა ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ მათ, ამ დეტალებს ვერ გავახმაურებთ. ერთ-ერთი პაციენტი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაწერილი იქნას კლინიკიდან, მაგრამ დღეს არა. ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, ერთი პაციენტი მკურნალობს ქირურგიულ დეპარტამენტში. ორივე პაციენტი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის. ამ დროისათვის არცერთ პაციენტს არანაირი დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება",- განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ. 

 

 

ჩაწერა სახელი
ლაშა (04.08.2020)
რა დედამოტყნულიც მამამისი იყო, ის არის ეგ პროჭიც.