ელზა პაპოშვილი
(02.08.2020)

სისხლიანი დაპირისპირება ლისზე - არსებული ინფორმაციით ბიზნესმენ გოგი თობაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე  გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ვაჟმა ბუსა ჟვანიამ დაჭრა. რა გახდა ამ სისხლიანი გარჩევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც გოგი თოფაძე ამბობს, სავარაუდოდ, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის მიზეზი ქალი უნდა იყოს. ლევან თოფაძესთან ერთად ასევე დაჭრილია მისი ერთი მეგობარი და თავად ბუსა ჟვანიაც. 

ლევან ჟვანია პოლიციამ საავადმყოფოში დააკავა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მძიმე მდგომარეობაში ლევან თოფაძე, რ ომელსაც ოპერაცია გაუკეთეს. მას 4 ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული და არსებული ინფორმაციით, ბუსა ჟვანია მას თავს ლისზე მდებრე აგარაკზე  დაესხა. 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა ადასტურებს, რომ მისი ძმისშვილი ბუსა ჟვანია დაჭრილია და მკურნალობის კურსს კლინიკაში გადის.

გოგლა ჟვანია დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბუსა ჟვანია მსუბუქად არის დაჭრილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

პარლამენტის ყოფილი წევრი გოგი თოფაძე ამბობს, რომ ლევან თოფაძე სახლში მეგობრებთან ერთად გვიან ღამით ბაკურიანიდან დაბრუნდა, რა დროსაც ერთ-ერთ სტუმარ ქალს მამაკაცმა დაურეკა. ამის შემდეგ ეს პირი მათთან სახლში მივიდა და მისი შვილიშვილი დაჭრა. თოფაძე ამბობს, რომ ამ პირს არ იცნობს და არ იცის ვინ არის. მისი თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და დაჭრის შემდეგ სახილიდან გაიქცა. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულის მხარის ვერსია. 

„ახლა, ჯერ კიდევ უგონოდ არის, როგორც მითხრეს ოთხი ჭრილობა აქვს, მეუბნებიან, რომ გადარჩება. არ ვიცი რა ვთქვა, საკამოდ მძიმე სიტუაციაა. ბაკურიანში იყო მეგობერბთან ერთად.  ახალგაზრდები თბილისში დილის 5 საათზე დაბრუნდნენ, რის შემდეგაც ლისიზე სახლში მოვიდნენ. მეოთხე სართულზე ავიდნენ და ყავას სვამდნენ. 

მათთან ერთად იყო ქალი, რომელსაც ვიღაცამ დაურეკა, ამის შემდეგ კი ეს პირი მოვარდა, თქვა, რომ ლევანთან საქმე ჰქონდა, მეოთხე სართულზე ავარდა და დანით ჩემს შვილიშვილს 4 ჭრილობა მიაყენა. არც ვიცნობ ვინ არის, პირველად დავინახე. მოვიდა, აქ იყო ერთ-ერთი მაგის მეგობარი, რომელიც დახვდა მაგას.  ახლა, ჯერ კიდევ უგონოდაა, ოთხი ჭრილობა აქვს. მეუბნებიან, რომ გადარჩებაო“, - ამბობს გოგი თოფაძე  

ოჯახის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ კვირას საღამოს განაცხადა, რომ დაჭრილის მდგომარეობა დასტაბილურდა. 

„ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რა ვითარებაში მოხდა დაჭრა და როგორ, ამ ეტაპზე, სანამ დაზარალებულად არ გვცნობენ, ინფორმაციას არ ვფლობთ. როგორც ვიცი, ერთი ჭრილობა ფილტვში აქვს ცივი იარაღით მიყენებული. ჭრილობების ხარისხის დასადგენად ექსპერტიზა იქნება საჭირო,"- განაცხადა ანთაძემ.  

შსს–მ კი თოფაძის შვილიშვილის დაჭრაზე, ზურაბ ჟვანიას შვილი უკვე  დააკავა.

უწყების ცნობით, ჟვანია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან თოფაძეს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აცხადებენ უწყებაში.  

ჩაწერა სახელი