რეზონანსი
(06.06.2020)

ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, 39 წლის საიბ გე­ი­და­რო­ვია. იგი წარ­მო­შო­ბით მარ­ნე­უ­ლი­დან იყო და თბი­ლის­ში შსს-ს სა­ექ­სპერ­ტო კრი­მი­ნა­ლის­ტურ დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და.

მას შემ­დეგ, რაც მარ­ნე­უ­ლი სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნად გა­მო­ცხად­და, გე­ი­და­როვ­მა მუ­შა­ო­ბა იქ გა­აგ­რძე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი თით­ქმის 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლებს და ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე ზრუ­ნავ­და. ეხმარებოდა პირველ რიგში მოქალაქეებს, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ და მათივე უსაფრთხოებისთვის ქალაქიდან არ გასულიყვნენ.

„დავდივარ შემთხვევებზე და ასევე ვეხმარები ადგილობრივ პოლიციას", - ამბობდა საიდ გეიდაროვი.

მას მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.როდესაც მარნეულის მუნიციპალიტეტი კარანტინის ზონაში მოექცა, გეიდაროვი 

ცნო­ბის­თვის, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ აფეთ­ქე­ბა იყო, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტი შე­სა­მოწ­მებ­ლად იყო მი­სუ­ლი, რა დრო­საც დენ­მა და­არ­ტყა. მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იგი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.

ჩაწერა სახელი
რუსიკო (09.06.2020)
ძალიან სამწუხაროა😢

06.06.2020 ?? (06.06.2020)
გაზის სადგური რაშუაშია ვერ ვხვდები,აბა ტყეში გაგიგიათ გაზ გასამართი სადაც კი ვარ დაკვირვებული სკოლებთან და მოსახლეობასთან ახლოსა ყველა გაზ გასამართი.

1234 (06.06.2020)
ოჯახმა უნდა უჩივლოს მერიას და სადგურის მეპატრონეს და კომპენსაცია მოსთხოვოს! როგორ შეიძლება გაზის სადგური შუა ქალაქში.