რეზონანსი
(31.05.2020)

გუდაურში, ყაზბეგის გზაზე, ფერადი მოზაიკური მონუმენტია, სადაც წლების განმავლობაში, ბაზრობა იყო.

ამ ადგილას ასამდე ადგილობრივი წლების განმავლობაში ვაჭრობდა. პანდემიის გამო ვაჭრობა დროებით შეჩერებული იყო. ცოტა ხნის წინ მოვაჭრეები ისევგამოჩნდნენ. ისინი სავაჭრო დახლების დასუფთავებას და მუშაობის გაგრძელებას აპირებდნენ.თუმცა, ადგილზე მისულებს, „მშვიდობის მონუმენტთან" საზარელი სანახაობა დახვდათ.

როგორც მოვაჭრეები „პრაიმტაიმს" უყვებიან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მათ დახლებს არბევდა. მათივე თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა დასუფთავების სამსახურის უფროსმა განუცხადა, რომ მათ გარევაჭრობის უფლება აღარ ჰქონდათ.

ამიტომ, მეტალის დახლები მდინარე არაგვში გადაყარეს, ხოლო ხის კონსტრუქციები „ჯვარზე" მდებარე მონასტერში სასულიერო პირებს შეშისთვის მიუტანეს.

ადგილობრივები ვაჭრობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ.

"პრაიმტაიმი"

ჩაწერა სახელი
რატომ? (31.05.2020)
პრინციპული ადამიანები ჯერ არ გადაშენებულან?