რეზონანსი
(23.05.2020)

ზუგ­დი­დის ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლის ფე­ის­ბუქ-პოს­ტი ინ­ტერ­ნეტ­ში გან­ხილ­ვის თე­მად იქცა. ხა­თუ­ნა ქვარ­ცხა­ვამ სი­ძულ­ვი­ლის ენის შემ­ცვე­ლი ტექ­სტი მი­უ­ძღვნა სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წილს და და­წე­რა, რომ ზო­გი­ერ­თის ხსე­ნე­ბაც კი არ უნდა და უხა­რია, რომ მათ ვე­ღარ ნა­ხავს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მას­წავ­ლე­ბელს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­დე­ბა. ქვარ­ცხა­ვას სა­კითხს სკო­ლის დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კო­მი­ტე­ტი გა­ნი­ხი­ლავს.

"ჩემ­თვის 26-ე გა­მოშ­ვე­ბა. უც­ნა­უ­რი დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და არა მხო­ლოდ. არ ირე­კე­ბა ბოლო ზარი, არ ვწერ კე­თილ სურ­ვი­ლებს მო­ხა­ტულ პე­რან­გებ­ზე, რაც ყო­ველ­თვის გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი იყო და ცრემ­ლებს მგვრი­და. დღეს ეს გან­ცდა არ მაქვს.

პი­რი­ქით, ვფიქ­რობ და მი­ხა­რია, რომ მო­მა­ვალ სას­წავ­ლო წელს მათ გა­რე­შე შევ­ხვდე­ბი (რა თქმა უნდა, უმ­რავ­ლე­სო­ბას არ ეხე­ბა). ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რის ხსე­ნე­ბაც მზა­რავს. თუმ­ცა მყავს ფა­ვო­რი­ტე­ბიც - ჩემ ან­დრი­ას, და­თუ­ნას, გი­გას, სან­დროს, ბა­დუ­კას, ვა­ნოს ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბებს, წინსვლას ცხოვ­რე­ბა­ში. თუ 18 წლის არ ვარ­გი­ხარ, ვერც 78-ის ივარ­გებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი, კა­ცუ­რი კა­ცე­ბი" - ამ ტექ­სტით "მი­უ­ლო­ცა" მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებს სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა პე­და­გოგ­მა.

რო­გორც "კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას ქვარ­ცხა­ვამ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი 2 წლის წი­ნან­დე­ლი წყე­ნის გამო და­წე­რა და არ ეგო­ნა, რომ ასე­თი რე­აქ­ცია მოყ­ვე­ბო­და.

"პა­ტა­რა წყე­ნა გა­მახ­სენ­და, ორი წლის წი­ნან­დე­ლი, ცუ­დად მო­მა­გონ­და და ამი­ტომ დავ­წე­რე... იმ წუ­თას რაც მო­მა­ფიქ­რდა ის დავ­წე­რე, ვნა­ნობ, რა თქმა უნდა, ასე გა­მო­ვი­და, რომ არ არის სწო­რი. ამა­ზე რომ მე­ფიქ­რა და გა­მე­აზ­რე­ბი­ნა, არ დავ­წერ­დი... იძი­ებს ამას ახლა შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სია" - ამ­ბობს მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი "ფე­ის­ბუ­ქი­დან" მა­ლე­ვე წა­შა­ლა.

"ჩემ­თვის, რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტო­რის­თვის, ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, რომ ეს არა­ნა­ირ ჩარ­ჩო­ში არ ჯდე­ბა და მას­წავ­ლე­ბელს არ ეკად­რე­ბა მსგავ­სი ქმე­დე­ბა. დის­ციპ­ლი­ნა­რულ კო­მი­ტეტს გა­და­ვე­ცი სა­კი­თხი გან­სა­ხილ­ვე­ლად, რო­მე­ლიც ორ­შა­ბათს შე­იკ­რი­ბე­ბა და და­ი­წყებს მსჯე­ლო­ბას", - აცხა­დებს "კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას ზუგ­დი­დის ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ნინო გო­გი­ნა­ვა.

ჩაწერა სახელი
taaa (29.05.2020)
tu daashaves direktoristvis etkva raga ori wlis shemdeg gamoxata azri sainteresoa asetma adamianma vis ra unda aswavlos

ano (24.05.2020)
2007cels mec mascavlida mashinac tavxedi uzurdeli da gaunatlebeli iyo sul gvcyevluda.rogor datovet amdeni cleli aseti tavze xelaxebuli pedagogi skolaahi.aseti pedagogebis gamo shemzulda pirveli sajaro skola da zustad magitomac ar sheviyvane bavshvi im skolashi arada ikve vcxovrob or nabijze.pirvel skolashi xatunasnairma pedagogebma sul icodnen bavshvebis gamorcheva.1sajaro skola cnobili im pedagogebit romlebic archeven bavshvebs da ircheven pulia i mamiko da dedikos shvilebs.dasaxuria pirveli skola me tu mkitxavt😳😳😬.10celia rac skola davamtavre da dgemde maxsovs ikauri mascavleblebis simacare zustad aseti damokidebulobebit bavshvebisadmi😳😬😬

maia (24.05.2020)
es maswavlebels ar ekadreba .mitumetes rom wers ar mifiqriaoo aba raze fiqrobda rom werda.tqveni ki rom wert 30 bavhvs ver mixedavs roca ertistvis ver migixediato ar xart martali .roca profesias irhevt hedegebzec unda gaitvaliswinot

რუსუდანი (24.05.2020)
ვინც ამტყუნებთ მასწავლებელს 1 თვე უნდა გამუშაოთ კაცმა სკოლაში და ვნახოთ როგორი ნერვებით გამოხვალთ!!!თითო შვილისთვის ვერ მიგიხედავთ და უზრდელებად ზრდით და მასწავლებელმა რა უნდა უყოს 30 ბავშვს!!!

Ელზა (24.05.2020)
Ფუ რა ჯიში გაქვთ და რა ნაცია ხართ ესეთი ცივსისხლიანები, რა ბოროტი ხარ განა რადაგიშავეს?

ნონა (24.05.2020)
თურმე ორი წლის წინანდელი წყენა გახსენებიაააა.ამ არსებასაც რომ პედაგოგი ქვია რა უნდა ასეთებს სკოლაში. მოაშორეთ იქაურობას