რეზონანსი
(23.05.2020)

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ფაქტობრივად დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება. პარალელურად კი გამწვანებით სამუშაოები მიმდინარეობს.

მან სხვადასხვა პროექტებზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებაც კორონავირუსის გამო გადავადდა.

„საბოლოოდ, ივნისის დასაწყისში, 10-15 ივნისისთვის ყველანაირად დასრულებული იქნება, თუ რაღაც კიდევ არ მოხდა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი უკვე დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება დასრულებულია. ამ დროისთვის, ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის, ტროტუარის მოპირკეთებისა და გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები. ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოები ხვალ დასრულდება და საავტომობილი მოძრაობა სრულად აღდგება. რაც შეეხება ატენის ქუჩიდან წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ასფალტის საფარის ბოლო ფენა ეტაპობრივად დაიგება.

ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС (24.05.2020)
Манам Каладзес ар чаабетонебт троотуарши, арафери ар гамова.