რეზონანსი
(23.05.2020)

48 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც წუხელ, თამარაშვილზე ველოსიპედით გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა.

„ოპერაცია ჩაუტარდა, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ამჟამად, ინტენსიურ განყოფილებაშია. ჯერჯერობით, მართვით სუნთქვაზე იმყოფება", - ამბობენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, რომელიც რამდენიმე წუთში მოხდა.

ჩაწერა სახელი