რეზონანსი
(23.05.2020)

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კორონავირუსის გამო ეპიდსიტუაციის გართულებების რისკი არსებობს. „მაგრამ თუ მომდევნო კვირებში, დღეში 20 ინფიცირებული გვეყოლება ჩვენი ჯანდაცვა გაუძლებს და საზოგადოება ვერც კი იგრძნობს, რომ ეს დაავადება არსებობს", -აღნიშნა ცერცვაძემ.

„საფრანგეთში გახსნეს სკოლები მოიმატა შემთხვევამ. გერმანიაშიც იგივე მოხდა. საქართველოს მისმა შესაბამისამა სტრუქტურებმა გაუმართლეს. რომ შეზღუდვების მოხსნა გვიწევს უკეთესი მოცემულობის პირობებში. როცა ევროპაში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი. ჩვენთან 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა და 12 გარდაცვლილი. მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებს უფრო მძიმე სტატისტიკა აქვს. საზოგადოებამ ვეღარ გაუძლო შეზღუდვებს და სხვა ქვეყნებმა, რომელთაც სულაც არ აქვთ უკეთესი მოცემულობა, არ მიუღწევიათ პროგრესისკენ, ჩათვალეს, რომ არ შეიძლება საზოგადოების მოთმინების დიდხანს გამოცდა და რიგი შეზღუდვები მოეხსნათ, თუმცა ყველა აკეთებს განცხადებას, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს შეზღუდვები დაბრუნდება", - აღნიშნა ცერცვაძემ.

ჩაწერა სახელი