რეზონანსი
(23.05.2020)

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ონლაინგამოკითხვა გავაკეთეთ და გვაქვს სრული სურათი, თუ რა პრობლემები აქვთ ღამის კლუბებს, როგორ დააზიანა პანდემიამ და ვაპირებთ, გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ამ მიმართულებისთვის" - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

8 მაისს საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანებამ ღია წერილი გამოაქვეყნა და ხელისუფლებას მიმართა.

„შეჩერებულია სახელოვნებო, მუსიკალური და რეკრეაციული სივრცეების, კლუბების, ფესტივალების, სახელოსნოების, სტუდიებისა და არტისტების მუშაობა, რამაც არამხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესები შეაჩერა, არამედ უიმედოდ დატოვა ათასობით დასაქმებული, ინდუსტრიების მომავალი კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და კულტურის სტრატეგია 2025-ის სტრატეგიულ მიმართულებას, თუმცა დღემდე არ ვფლობთ ინფორმაციას თუ რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე შემოქმედებითი ინდუსტრიები, არც მის სექტორებში დასაქმებული პირების მონაცემებია ხელმისაწვდომი, შესაბამისად არ გვაქვს ინფორმაცია კორონავირუსის შედეგად რა ზარალი მიადგა მთლიან ინდუსტრიას ან მის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. მიგვაჩნია და ვფიქრობთ, ეჭვს არ იწვევს, რომ კრიზისის ფონზე სახელმწიფო ვალდებულია გვერდში დაუდგეს და გადაარჩინოს თანამედროვე კულტურული ეკოსისტემა" - წერია წერილში.

ჩაწერა სახელი