რეზონანსი
(22.05.2020)

ნატო რუსეთს საქართველოს საზღვართან სადამკვირვებლო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს. ამასთან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს სთხოვს „ღია ცის შეთანხმების" პირობები სრულყოფილად შესრულოს.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მხრიდან შეთანხმების პირობების უგულებელყოფა და სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებას.

მისი თქმით, რუსეთმა ასევე უნდა მოხსნას შეზღუდვები სადამკვირვებლო ფრენებზე კალინინგრადსა და რუსეთ-საქართველოს საზღვრებთან და „ღია ცის შეთანხმება" სრულად შეასრულოს.

 

ჩაწერა სახელი