რეზონანსი
(22.05.2020)

შესაძლებელია, საპატრიარქოს ტყის ფართობების გარკვეული ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს. პარლამენტმა მესამე მოსმენით (79 მომხრე) „ტყის კოდექსის" პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.

„სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

პროექტის მიხედვით, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით.

ჩაწერა სახელი
1234 (22.05.2020)
სამარცხვინო გადაწყვეტილებაა. ეკლესია ყველაზე დიდი მიწათმფლობელია საქართველში უკვე, და საზოგადოებას არავითარი კონტროლი არა აქვს თუ როგორ გამოიყენება ეს ქონება.

ანი (22.05.2020)
რად უნდა ტყე ეკლესიას.

რატომ? (22.05.2020)
საინტერესოა რის სანაცვლოდ? ყოჩაღ მთავრობა..

*** (22.05.2020)
ძალიან ცოტაა._20_ ჰექტარის მეტი არ დაიმსახურეს,ეკლესია გვაჭმევს და ფუფუნებით გვაცხოვრებს,არ იცოდით ეტყობა.🤔👎