რეზონანსი
(22.05.2020)

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების წარმომადგენლებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აქაც მნიშვნელოვანი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.

„ჩვენ ყველა მაღაზიის წარმომადგენელთან ვმუშაობთ და პირველ რიგში, გვყავს დაყენებული მაღაზიები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ქუჩის მხრიდან შესასვლელები და შემდგომ ის მაღაზიები, რომლებიც მუშაობენ მოლებში. მათთანაც ინტენსიური კომუნიკაცია და შეხვედრები მიმდინარეობს, როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე ჩართულია შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი და ჩვენ ვმუშაობთ ასევე იმ მონიტორინგის სამსახურის ამუშავებაზე, როდესაც უკვე დადგენილი წესების გაკონტროლება მოხდება შრომითი ინსპექციის მხრიდან", - განაცხადა ტიკარაძემ.

ჩაწერა სახელი
2020 (23.05.2020)
გაუგებარია ეკონომიკისადმი ასეთი ყბედური მიდგომები, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები, რით განსხვავდება სხვა მაღაზიებისგან... თუ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ვირუსის გადამტანია, კი ბატონო, მაგრამ სხვა შემთხვევაში, გამართლება ამ ქმედებას არა აქვს, ან რას ნიშნავს სოფლის მეურნეობის დასახმარებლად მთავრობის მიერ შემოთავაზებული რებუსი, აბსოლუტურად გაუგებარია...