რეზონანსი
(08.04.2020)

ვანის მუნიციპალიტეტში კერძო კლინიკა "ფარმაცია" დროებით დაიკეტა.

მიზეზი, ინფიცირებული ქალია, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის წინ იყო. ის, კლინიკაში ტემპერატურით შევიდა, სადაც გასინჯეს და მკურნალობა დაუნიშნეს.

რამდენიმე დღეში კი, ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკაში, ამ დროისთვის, ექიმები არ იმყოფებიან. ერთ-ერთი პირის ინფორმაციით, თანამშრომლები იზოლაციაში არიან გადაყვანილი.

ამ წუთებში, ვანის შესასვლელთან ბლოკპოსტი ეწყობა, სადაც მოქალაქეების თერმოსკრინინგი მოხდება.

ჩაწერა სახელი