რეზონანსი
(26.03.2020)

ახლა არ არის პიარის და ქულების დაწერის დრო,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ მოსახლეობისთვის პირბადებიის დარიგებას, რამაც მასობრივი თავყრილობა გამოიწვია.

იმნაძის თქმით, შესაძლებელი იყო პირბადეები კარდაკარის პრინციპით, რამდენიმე ადამიანს დაერიგებინა.

„ახლა არ არის პიარის დრო და ვიღაცამ ქულები დაიწეროს, ამის დრო. ხომ შეიძლებოდა ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინათ ვიღაც ერთ, ორ ადამიანს და არ გამოიწვიონ მოსახლეობის შეკრება. ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს",- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ჩაწერა სახელი
გურული სამართალი!!!! (26.03.2020)
ნაცები კი არა ეხლა დამნაშავეა მთავრობა როდესაც არ აღკვეთა ამ ბოროტების მოწყობა! 2020 წელია და კიდევ ნაცები მoგვაცილეთ გავიძახით!!!!!

ლინდა (26.03.2020)
მართლაც, დღეს ყველა ოპოზიციური პარტია უსინდისოდ იქცევა, მადა გაეხსნათ, ზოგი რას მოითხოვს, ზოგი რას , გეყოთ რა თავი ნუ მოგვაბეზრეთ. საქართველო პირველია, სადაც ყველაზე ნაკლებია დაავადებულთა რიცხვი, ეს სწორედ ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგია. აცალეთ, აცალეთ, გეყოთ მარიაჟობა, მართლა თავს ნუ მოგვაძულებთ!!!!!!!!!!!!!!!!

სიმართლე (26.03.2020)
ძლივს რაღაცა კეთდება კარგად .დააცადეთ რაააა. ეს მავნებლები ესენი. ხალხის მტრები. რას უყურებს მთავრობა დააკავონ არეულობის მომწყობნი.

...შ (26.03.2020)
ისე მაგ სექტანტებს შევეცი მაგათ ტვინი არ ქონდეთ.ესენი არიან ტვინგაყინულები!!@