რეზონანსი
(26.03.2020)

ბარსელონაში, კორონავირუსით გარდაცვლილი 73 წლის სერგო მელაძის ცხედარს, დღეს კრემაცია ჩაუტარდა.

გარდაცვლილი მამაკაცი წლების განმავლობაში ახალციხის რაიონულ თეატრში მსახიობად და ადმინისტრატორად მუშაობდა. მას წალენჯიხის პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული.

„ჩვენი თეატრის გამორჩეული მსახიობი იყო, უნიჭიერესი, საოცარი პიროვნება. 22 წელი იმუშავა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ადმინისტრატორის თანამდებობაზე“, – ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.

სერგომ ბოლო 15 წელი ბარსელონაში მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად გაატარა. 73 წლის მამაკაცი სამშობლოში უკანასკნელად სკოლის დამთავრების ბანკეტზე, გასული წლის 25 ივნისს ჩამოვიდა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, კლასელების შეკრების ინიციატორი თავად სერგო მელაძე იყო. კლასელების ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება სერგო მელაძის მეუღლე და მისი შვილები.

73 წლის სერგო მელაძე ბარსელონაში COVID 19-ით 22 მარტს გარდაიცვალა.

პრაიმტაიმი

დატოვე კომენტარიკომენტარი(19)
ჩაწერა სახელი
მაია ოთარაშვიი (27.03.2020)
ამატირა ამ სამწუხარო ინფორმაციამ. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს. ოჯახს კი დიდ გამძლეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ.

ზემფირა (27.03.2020)
ძალიან დამწყვიტე გული, ჩემო ბიძაშვილო,ნათელი და სანთელი არ დაკლებოდეს შენს სამარეს და შენს სახელს, ვიზიარებ შენი შვილებისა და მეუღლის მწუხარებას ჩემო ვაჟკაცო ადამიანო.....

მზია (26.03.2020)
ნათელი დაუმკვიდროს უფალმა ცათა სასუფეველში..ვუსამძიმრებ ოჯახს

ეკა (26.03.2020)
ვიზიარებ😭 ძალიან იმოქმედა💔

lekso kutaisi (26.03.2020)
natelhi gamkos upalma

მარინა მელაძე (26.03.2020)
უფალო ნათელში ამყოფე მისი სული.მის ოჯახს კარგად ყოფნა და სიკეთე.

ზაზა გაგუა (26.03.2020)
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, ნათელი და სანთელი არ მოკლებოდეს!

Dali Kenia (26.03.2020)
Ghmertma gaanatlos misi suli setsiur sasupevelshi🖤🖤🖤

ირმა(26.03.2020) (26.03.2020)
ღმერთმა ნათელში ამყოფოს

Giorgi (26.03.2020)
ღმერთმა გაგანათლოს

ქეთი (26.03.2020)
ძალიან მეწყინა😢 მეწყინა ისიც, ქართველ კაცს კრემაცია რომ ჩაუტარეს😢

ნინო (26.03.2020)
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ღირსეულ ადამიანს კი უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს💛

ირაკლი მელაძე (26.03.2020)
მშვიდობით სერგო.ძალიან დაგვაკლდი..😭😭

სტუმარი (26.03.2020)
კომენტარი დაფარულია არაეთიკური გამონათქვამების გამო.

მანანა (26.03.2020)
ნათელში ამყოფოს უფალმა. ცოლშვილი ღმერთმა კარგად გამყოფოს.

გურანდა (26.03.2020)
ვწუხვარ ძალიან

მარინა (26.03.2020)
მართლაც დასანანია ასეთი კარგი ადამიანი ვწუხვართ ნათელი და სანთელი მის სულს😭😭😭

ლენა (26.03.2020)
ვწუხვარ მომხდარის გამო

Tata (26.03.2020)
Dzalian samzucharoa