რეზონანსი
(25.03.2020)

საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის" ფონდიდან კორონავირუსთან საბრძოლველ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტმა ხელი დღეს ფონდის ხელმძღვანელ ნათელა მაჭავარიანთან ერთად მოაწერა.

„ფონდის ხელმძღვანელთან, ნათელა მაჭავარიანთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 30 000 ლარი ჩემი პირადი ფონდიდან, რომელიც დაახლოებით, 1 წლის წინ შეიქმნა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ქართველ ხალხს ჯანმრთელობა უსურვა.

ფონდის ხელმძღვანელმა კი, საქართველოს მოსახლეობას სახლში დარჩენისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩაწერა სახელი
სტუმარი (26.03.2020)
კომენტარი დაფარულია არაეთიკური გამონათქვამების გამო.