რეზონანსი
(25.03.2020)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. პრეზიდენტი ემიგრანტებს მიმართავს.

„მინდა, მოგმართოთ თქვენ, ჩემო თანამემამულეებო, ვინც დღეს იმყოფებით საქართველოს ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ახალი კორონავირუსი არის გავრცელებული, ძალიან მძიმე პირობებში, მოშორებული თქვენი ქვეყნიდან და თქვენი ოჯახებიდან.

მე მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი სოლიდარობა. მინდა, გთხოვოთ ყველას, რომ ძალიან ფრთხილად იყავით, ყველა რეკომენდაციას მოუსმინეთ და ყველა ერთად გავიმარჯვებთ უთუოდ", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ჩაწერა სახელი