რეზონანსი
(25.03.2020)

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად განკუთვნილი ტესტები 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების არის.

„სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია", - აცხადებს ელჩი არჩილ კალანდია.

ჩაწერა სახელი
:( (25.03.2020)
ჯერ დაგვამხეს მსოფლიო თავზე, 100000-ობით ხალხი გაწყვიტეს, მილიონობით ოჯახი დატოვეს მშიერი და აგზავნონ ახლა ტესტები.ეს ვირთხების და ღამურების ჭამიები, წადით და მეძახეთ რასისტი!:( ფუუუჰ რა:(

:( (25.03.2020)
გაიკეთონ უკან