რეზონანსი
(11.03.2020)

ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ვაშინგტონის შტატში 35 წლის მამაკაცი განიკურნა „რემდესივირით“ მკურნალობის კურსის შედეგად. გამოცემისვე ცნობით, ამერიკული ბიოტექნიკური კომპანიის შექმნილ „რემდესივირს“ აშშ-ში, ჩინეთსა და იტალიაში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ ექიმები.

პრეპარატი ექსპერიმენტულია და მას ექიმები პაციენტების ნებართვით იყენებენ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფთა სამკურნალოდ.

შეერთებულ შტატებში „რემდესივირის“ კლინიკურმა ცდებმა საიმედო შედეგები აჩვენა და პაციენტებზე დადებითად იმოქმედა.

ამერიკელი ინფექციონისტები მიიჩნევენ, რომ პრეპარატი ორგანიზმში ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს, თუმცა პრეპარატის სრულყოფილი გამოცდა დასრულებული არ არის. უცნობია, ამსუბუქებს თუ არა პრეპარატი მძიმე სიმპტომებს და შეამცირებს თუ არა იგი კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას.

„რემდესივირი“ კორონავირუსის ჯერჯერობით ყველაზე ეფექტური პრეპარატია, ამიტომ ამერიკული ბიოტექნიკური კომპანია გეგმავს დააჩქაროს მისი წარმოება. ამავე პრეპარატს იყენებდნენ ამ ჯგუფის სხვა ვირუსების წინააღმდეგაც.

ჩაწერა სახელი