რეზონანსი
(09.11.2019)

"საშიში ის არის, როცა ორი-სამი წლის ბავშვი, რომელიც ჯერ ვერც მეტყველებს, „იუთუბსა“ და ყველგან შედის, ეძებს, ხსნის და ა.შ. ეს მის ტრანსულ მდგომარეობას იწვევს", – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ტრანსი რა არის – ამ დროს, ადამიანის აღქმა ისედაც დიფუზურია; თითქოს, ცოტათი იწევა მიწიდან; ანუ, სხვაგან ხვდება. როდესაც ტელევიზორს უყურებს, ტელევიზორსა და ადამიანს შორის რაღაც დისტანციაა და თურმე, ამას ისეთი დამაზიანებელი არ აქვს, როგორც ამ პატარა გაჯეტებსა და კომპიუტერს, რადგან ეს ძალიან ახლოს არის მასთან და მასში პირდაპირ შესრუტვა-შეწოვა ხდება. ბავშვი დამოკიდებული ხდება იმაზე, რასაც უყურებს და რაც გახსნის შემთხვევაში ესმის – მუსიკა, ფერები, ეფექტები და ა.შ. იმიტომ, რომ ეს მას ტრანსულ მდგომარეობაში აგდებს და ეს ტრანსი მისთვის სიამოვნების ალტერნატივა ხდება“, – განაცხადა კაჭარავამ.

მისი თქმით, რაღაც ასაკის შემდეგ, როცა ბავშვს ეწყება ქცევის შეცვლა, ისტერიკული მომენტები, ტირილი, პანიკაში ჩავარდნა და მისი ქცევა თანდათან უფრო რთულდება, მასში უკვე ჩამოყალიბებულია დამოკიდებულება და თუ ბავშვი აქამდე მივიდა, მშობლის მხრიდან სასწრაფოდ სჭირდება ყურადღება, რადგან ეს გამოიწვევს მის მთლიან აუტისტურ ქცევის სპექტრში გადასვლას.

ჩაწერა სახელი