რეზონანსი
(09.11.2019)

 კინოთეატრ „ამირანთან“ გეი დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის მეორე სეანსი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ „ამირანთან“ იყო, სადაც მაყურებლები შენობიდან ორივეჯერ პოლიციელების დახმარებით გამოვიდნენ. 

ადგილზე კვლავ არის მობილიზებული საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი. შსს-ს ცნობით, კინოთეატრ „ამირანთან“ 11 ადამიანია დაკავებული. პრემიერა დასრულდა აგრეთვე ბათუმშიც.

ადგილზე იმყოფება ლევან ვასაძე, რომელიც ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ პროტესტი კინოთეატრებთან ხვალაც გაგრძელდება.

„უბედური გარყვნილი ხალხის სასჯელია, ამ ფილმზე დასწრება და 5000 პოლიციელის მიერ მათი დაცვის საჭიროება. ჩვენ ხვალაც გავაგრძელებთ პროტესტს. პოლიციელებმა დაგვჩაგრეს. ჩაფხუტიანებმა გვირტყეს და გვათრიეს. აქ ათასობით შეკრებილი ეროვნული ადამიანები ვერ მოერივნენ შიშველი ხელებით კბილებამდე შეიარაღებულ პოლიციელებს.“ - აცხადებს ვასაძე.

ჩაწერა სახელი